8 არაჩვეულებრივი ვარჯიში ლამაზი მუცლის მისაღებად! ამისთვის მხოლოდ 2 კვირა დაგჭირდებათ!


ყველამ ვიცით, რომ ფორმაში ჩასადგომად, პირველ რიგში მუცელს უნდა მივხედოთ.
ზაფხულში ვარჯიშს ხშირად პლაჟზე წასვლამდე 1-2 თვით ადრე ვიწყებთ ხოლმე.

თუ თქვენ გინდათ ნავარჯიშევი მუცელი გქონდეთ და ყველაფერს ბოლო წუთამდე იტოვებთ, ეს ვარჯიშები თქვენთვისაა. შედეგს ორ კვირაში იხილავთ:

დამწყები დონე:

1. ბაყაყის ფეხის მოხრა

დაწექით ზურგზე, გაშალეთ ფეხები და ფეხის ქუსლები ერთმანეთს მიადეთ. ხელები თავქვეშ ამოიდეთ. ზურგი უნდა იყოს სწორი. ტანი აწიეთ მაღლა. გაჩერდით ამ პოზიციაში რამდენიმე წამით. ვარჯიში 10-ჯერ გაიმეორეთ.

2. დახრილი ვარჯიში

დაწექით ზურგზე, მუხლები მოხარეთ, ხელები ტანის გასწვრივ გეჭიროთ. მოიხარეთ და ჯერ მარცხენა ხელს შეეხეთ, მერე – მარჯვენას. თავი და კისერი გასწორებული უნდა გქონდეთ. ზურგი იატაკს უნდა ეხებოდეს. 15-15-ჯერ გაიმეორეთ.

3. აზიდვა

აიზიდეთ 10-ჯერ და ეს 5-ჯერ გაიმეორეთ.

საშუალო დონე

4. შეეხეთ ფეხის თითებს!

დაწექით ზურგზე. ფეხები მაღლა აწიეთ და გაასწორეთ. მუცლის კუნთების დახმარებით აწიეთ ტანი იატაკიდან და ხელებით შეეხეთ ფეხის თითებს. ზურგი და ფეხები სწორად უნდა იყოს.15-ჯერ გაიმეორეთ.

5. ველოსიპედის მოხვრები

დაწექით იატაკზე, მხრები აწიეთ, ხელები თავქვეშ ამოიდეთ, ზურგი გაასწორეთ. მარჯვენა იდაყვი მიიტანეთ მარცხენა მუხლთან და შემდეგ მარცხენა იდაყვი მიიტანეთ მარჯვენა მუხლთან. გაიმეორეთ 15-ჯერ.

მაღალი დონე

6. მუხლები მაღლა

ამ სავარჯიშოსთვის ორი სკამი დაგჭირდებათ, რომელსაც ორივე ხელით მყარად უნდა დაეყრდნოთ. მოხარეთ იდაყვები, მოადუნეთ კისერი, დაუშვით მხრები. ნელ-ნელა მუხლები აიწიეთ. გაიმეორეთ 10-ჯერ.

7. ფეხების გაქანება

დაწექით ზურგზე, ხელები გაშალეთ გვერდულად, ფეხები სწორად გამოწიეთ. ზურგი უნდა ეხებოდეს იატაკს, ფეხები მარჯვნივ გამოწიეთ, შემდეგ ნორმალურ პოზაში დააბრუნეთ და სხვა მხარეს გაწიეთ. 15-ჯერ გაიმეორეთ.

8. სავარჯიშო ბურთი

სურათზე ნაჩვენები პოზა მიიღეთ. ზურგი უნდა იყოს სწორი, ნელ-ნელა აწიეთ მარჯვენა ფეხი, ჩამოწიეთ და გაიმეორეთ მეორე ფეხზე. ვარჯიში უნდა გამეორდეს 15-ჯერ.

ასევე დაგაინტერესებთ: ისეირნე დღეში ოცი წუთი და შვიდი წლით დიდხანს იცოცხლებ! შეაჩერე დაბერების პროცესი!