7 ნიშანი იმისა, რომ თქვენს პარტნიორს ძალიან უყვარხართ!


1. ისინი არ გეთამაშებიან

როცა ვინმეს ნამდვილად უყვარხართ, ის თქვენს ემოციებსა და გონებაზე მანიპულაციის მიზნით არ თამაშობს. ნამდვილი სიყვარული შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა ურთიერთობა ნდობას და გულახდილობას ემყარება.

2. მათ ყოველთვის იციან, როგორ გაგრძნობინონ თავი უკეთ.

როცა ორ ადამიანს ერთმანეთი ძლიერ უყვარს, მათ ერთმანეთის უსიტყვოდ ესმით. როცა თქვენ ხართ ცუდ განწყობაზე, მათ იციან როგორ განუგეშონ სიტყვებით და ქმედებებით.

3. მათ თქვენი შესაძლებლობების სჯერათ.

თუ ადამიანს ძლიერ უყვარხართ, მას თქვენი იმედი და რწმენა აქვს. მათ იციან, რომ თქვენ ყველაფრის გაკეთება შეგიძლიათ და ბევრ რამეს მიაღწევთ ცხოვრებაში.

4. ისინი ყოველთვის იქ იქნებიან, როცა დახმარება დაგჭირდებათ.

არსებობს ისეთი რაღაცები ცხოვრებაში, რაც ჯგუფურ მუშაობასა და მხარდაჭერას მოითხოვს. თქვენი საყვარელი ადამიანი ყოველთვის თქვენ გვერდით იქნება, როცა ეს დაგჭირდებათ.

5. თქვენ მათთან თავმდაბლობას შეინარჩუნებთ

მას, ვისაც ძალიან უყვარხართ, არასოდეს დაგაკარგვინებთ საკუთარი თავის რწმენას. მათ უნდათ, რომ იყოთ წარმატებული და თავდაჯერებულები, მაგრამ ასევე სურთ, რომ გახსოვდეთ ვინ ხართ და საიდან მოდიხართ.

6. თუ მათ რამე არ ესმით, ისინი გაგებას ეცდებიან

ადამიანებს გვაქვს ემპათიის უნარი, რისი საშუალებითაც სხვა ადამიანების ემოციებს და გრძნობებს ვიზიარებთ ხოლმე.
თუმცა არსებობს უამრავი რაღაც, რასაც ისე ვერ გაიგებ, თუ საკუთარ თავზე ვერ გამოცადე. აქედან გამომდინარე თქვენმა საყვარელმა ადამიანმა შეიძლება ბოლომდე ვერ გაიგონ რას გრძნობთ, მაგრამ ისინი ბოლომდე ეცდებიან საცდელს.

7. ისინი საუკეთესო მეგობრები არიან

ყველას გვყავს რამდენიმე მეგობარი, რომელთანაც ახლოს ვართ. ისინი ჩვენთვის ბევრს ნიშნავენ.
მაგრამ სულ სხვაა, როცა თქვენი საუკეთესო მეგობარი თქვენი შეყვარებულია. ეს საერთოდ სხვა ურთიერთობაა, რომელსაც არაფერი არ შეედრება.