7 ნიშანი იმისა, რომ თქვენ ის კი არ გიყვართ, არამედ მისი არსებობის იდეა მოგწონთ!


ადამიანები ერთმანეთს ვიზიდავთ. ეს მიზიდულობა კი ჩვენდა გაუაზრებლად ხდება. ამას კი შეიძლება შესაბამისი რეაქცია არ მოჰყვეს. ზოგჯერ ეს იწვევს გულის გატეხვას, უპასუხო შეკითხვებსა და დაბნეულობას.

ყველა ცოცხალი არსება იმსახურებს სიყვარულს.

მაგრამ რასაც თქვენ განიცდით მეორე ადამიანის მიმართ სიყვარულია? თუ უბრალოდ თქვენ მისი არსებობის იდეა გიყვართ. ჩვენ გეტყვით ეს უკანასკნელი როდისაა.

1. გენატრებათ მაშინ, როცა მარტო ხართ

მთელი დღე არ გიფიქრიათ მასზე, მაგრამ როცა წვებით, ოცნებობთ ვინმე თქვენ გვერდით იყოს. ფიზიკური ურთიერთობის სურვილი მნიშვნელოვანია. თუ თქვენ თავს ნაღვლიანად და მარტოსულად გრძნობთ, ესეც ნორმალურია. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ ის გენატრებათ. თქვენ უბრალოდ გინდა გყავდეთ ვინმე ვინც მოგეფერებათ, შეგეხებათ.
დაიმახსოვრეთ, მარტოსულობის გრძნობა ნორმალური და დროებითია.

2. მის ქცევებს რაციონალურად ხსნით

თუ ის უხეშ კომენტარს აკეთებთს, თქვენ პატიობთ. თუ ის თქვენზე ლაპარაკობს, იგნორს აკეთებთ. თუ ის უხეშია თქვენს მეგობრებთან, თვალს ხუჭავთ. თუ საუბრის თემას ცვლის, არაფერს ეუბნებით.

აი ეს არის განსხვავება პასიურობასა და დელუზიას შორის. ვიღაცის ნაცვლად ბოდიშის მოხდა, არ გიშველით. თუ ეს ჩვევად გადაგექცათ, ამისგან გამოწვეული გაღიზიანება თქვენში გაიზრდება. საბოლოოდ კი იმ ადამიანსაც დაკარგავთ და ეს ყველაფერი მხოლოდ თქვენ გატკენთ.

3. თქვენ აზრების შეცვლას იწყებთ

თქვენს თავს ამჩნევთ, რომ თქვენი ღირებულებები და აზრები იცვლება. თქვენი რწმენები მისი აზრების გარშემო იწყებს ბრუნვას. თქვენი თვითშეფასება იკარგება.

თქვენ საუკეთესოს იმსახურებთ. ამიტომ ტყუილი გაღიზიანება არაფრად არ გიღირთ.

4. თქვენ ხშირად ოცნებობთ მომავალზე

დიდხანს წარმოიდგენთ მომავალ თავგადასავლებსა და ცხოვრებას? იმედი ძალიან ლამაზი და კარგი რაღაცაა, მაგრამ დაფიქრდით, ფანტაზია უფრო უკეთესია, თუ რეალობა.

5. არის რაღაცები, რისი შეცვლაც გსურთ

გსურთ ვიღაცამ შეგცვალოთ? ალბათ, არა. თუ თქვენ ცვლილები გსურთ, ეს თქვენიდანვე უნდა მოდიოდეს.

6. სხვა წყვილებს თქვენს თავს ადარებთ

თქვენ ფიქრობთ, თუ ურთიერთობაში ერთ რაღაცას მაინც შეცვლით, ისეთივე ბედნიერი იქნებით, როგორც სხვა წყვილები არიან. აქ უნდა გაითვალისწინოთ, რომ წყვილები, რომლებიც სოციალურ მედიას იყენებენ ემოციების გამოსახატავად, რეალურად ნაკლებად ბედნიერები არიან.

7. იწყებ კითხვების დასმას: რას იმსახურებ

შეწყვიტეთ ასე ფიქრი და გაუმეორეთ თქვენს თავს, რომ ყველაფერ საუკეთესოს იმსახურებთ. იბრძოლეთ სამსახურისთვის, სიყვარულისთვის და ცხოვრებისთვის, რაც გეკუთვნით. არასოდეს დანებდეთ!

ასევე დაგაინტერესებთ: ისეირნე დღეში ოცი წუთი და შვიდი წლით დიდხანს იცოცხლებ! შეაჩერე დაბერების პროცესი!

loading...


მოგწონთ სტატია?
Send to a friend