7 მცენარე, რომელიც პოზიტიურ ენერგიას იზიდავს! არაჩვეულებრივია სახლისთვის და ოფისისთვის!


თქვენი სახლი თქვენივე სხეულის და სულის გამომსახველია… რასაც აძლევთ სახლს, იმავეს იღებთ საკუთარი თავისგანაც. ზოგიერთი ექსპერტი ამ საკითხში თვლის, რომ ზოგიერთი მცენარე გამოსცემს პოზიტიურ ენერგიას და ეს დადებითად აისახება ჩვენზე.

აქედან გამომდინარე მათი საშუალებით შეგიძლიათ შეამციროთ ნეგატიური ენერგია.

ეს მცენარეებია:

1. როზმარინი

ეს მცენარე იზიდავს სიყვარულს და განიზიდავს შურს. ის გვიცავს დაავადებებისგან. აუმჯობესებს გონებასა და ხასიათს.

2. იღბლიანი ბამბუკი

აზიაში ეს მცენარე ათასობით წელია გამოიყენება. ის არის იღბალის სიმბოლო. მას არ უყვარს მზის სხივები. მცენარეს გამოხდილი წყალი სჭირდება.

3. პიტნა

ითვლება, რომ პიტნის მცენარეს ფინანსური კეთილდღეობა მოაქვს. ის ასევე ოჯახის წევრებს შორის ურთიერთობას გამოასწორებს.

4. ლავანდა

ლავანდას შეუძლია დეპრესიის პრევენცია, ის დაგეხმარებათ აკონტროლოთ თქვენი ემოციები. თუ მას ბალიშზე შეაშხეფებთ, გემრიელი ძილი გარანტირებული გაქვთ. ის იზიდავს ბედნიერებასა და ჰარმონიას.

5. ორქიდეა

ეს მცენარე აუმჯობესებს სახლისა და მასში მაცხოვრებლების ენერგიას. ორქიდეას ყვავილები სხვადასხვა ზომისა და ფორმისაა.

ის ღამით ჟანგბადს გამოყოფს, ამიტომ მისთვის საუკეთესო ადგილი საძინებელი ოთახია.

6. ჟასმინი

ჟასმინი იზიდავს ფულსა და სიყვარულს. ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საშუალებაა სექსუალური მოთხოვნილების ასამაღლებლად.

ეს მცენარე საძინებელ ოთახში იქონიეთ იქ, სადაც მეწყვილესთან ერთად ყველაზე მეტი დროის გატარება გიწევთ. ჟასმინის წყალობით თქვენ იგრძნობთ პოზიტიურ ენერგიასა და რომანტიკას.

7. ალოე ვერა

ალოე ვერა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მცენარეა, რომელიც ცუდ ენერგიას ახშობს.

ბევრი ადამიანი მიიჩნევს, რომ ალოე ვერას იღბლის მოტანა შეუძლია, რადგან ეს უკანასკნელი ნეგატიურ ენერგიას ყლაპავს და გვიცავს მისგან.