7 გავრცელებული ქცევა, რომელიც ტოქსიკურ წყვილებს საერთო აქვთ!


ურთიერთობები სრულყოფილი არ არის. ისეთი რაღაც, როგორც სრულქმნილი ურთიერთობაა, არ არსებობს. ამგვარი რამის შესაქმნელად, ორი სრულყოფილი ადამიანი უნდა შეხვდეს ერთმანეთს, თუმცა ვინაა ასეთი?
სრულყოფილ ურთიერთობას ვერ იპოვით, მაგრამ ზოგი მათგანი სხვასთან შედარებით ბევრად წარმატებული და ჯანსაღია.

არის ურთიერთობები, სადაც წყვილები ერთმანეთს პატივს სცემენ, უყვართ, მხარს უჭერენ, აქვთ ერთი მიზანი და მის მისაღწევად ერთად იბრძვიან.

მეორე მხრივ კი არის ურთიერთობები, რომლებიც ტოქსიკური და ნეგატიურია. იქ არც ამხანაგობა, არც მხარდაჭერა და არც ემოციები.

ფიქრობთ, თქვენი და თქვენი პარტნიორის ურთიერთობა ტოქსიკურია? აი მისი დამახასიათებელი თვისებებიც:

1. ერთმანეთის მოტყუება

თუ პარტნიორს არაფერს უყვებით, ალბათ გაქვთ ისეთი საიდუმლოებებიც, რომლებიც დღის შუქზე არ გამოგაქვთ. ურთიერთობა გახსნილი, სუფთა უნდა იყოს. თუ ერთმანეთს დეტალებში ატყუებთ, ეს თქვენვე მოგიტანთ ზიანს.

2. ქულების „დაწერა“

ურთიერთობა უნდა იყოს დაბალანსებული. თუმცა ზოგჯერ სიტუაცია ყოველთვის ისე არ მიდის, როგორც ჩვენ გვინდა. ზოგჯერ ერთ-ერთი პარტნიორი უფრო მეტს მუშაობს, ვიდრე მეორე ან ერთი ყოველთვის ავადაა და შიგადაშიგ მეორეს ფინანსურად ვერ ეხმარება. არ ჯობს ამ დროს ქულები დაიწეროთ.

თქვენ და თქვენი პარტნიორი ერთი გუნდი ხართ. ამიტომ თქვენ არ უნდა დააყვედროთ მას, რომ ძაღლს ასეირნებდით, როცა ის ამ დროს მუშაობდა. გახსოვდეთ, თქვენ ერთად უნდა დააგროვოთ ცხოვრების ქულები.

3. ემოციების შეფასება, როგორც სიგიჟე

იყოთ ემოციურები, გქონდეთ ემოციები, გააზიაროთ ისინი არ არის სიგიჟე. ყოველთვის, როცა თქვენ ან თქვენი პარტნიორი ემოციურად იქცევით და აქ ჩნდება სიტყვა „სიგიჟე“, კომუნიკაციის გაგრძელება ძნელი ხდება. ამიტომ თავისუფლად და ნორმალურად მიიღეთ ერთმანეთის ემოციები.

4. ღრმა ეჭვიანობა

ეჭვიანობა ურთიერთობებში ნორმალურია. ღრმა ეჭვიანობა კი ურთიერთობას ასუსტებს და რაღაც-რაღაცები ტოქსიკური ხდება. ის ზიანის მეტს არაფერს მოგიტანთ.

5. იყოთ კონკურენტი

არავინ უარყოფს იმ ფაქტს, რომ ზოგჯერ ურთიერთობაში კონკურენტუნარიანობა სახალისო და საჭიროა. ეს გეხმარებათ ერთ მიზანს უფრო მეტი ამბიციითა და თავდადებით მიაღწიოთ. მაგრამ როცა ეს კონკურენცია ხდება უმართებელი და რომელიმე თქვენგანი იმის დამტკიცებაშია, რომელი უფრო უკეთესია, ურთიერთობა იძაბება.

6. ეგოისტობა

როცა პარტნიორები ეგოისტურები ხდებიან და მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ, ურთიერთობა არაჯანსაღი ხდება.

7. იყოთ პასიურად აგრესიული

კვლევების მიხედვით ურთიერთობაში პასიურად აგრესიული იყოთ, კარგი იდეა არ არის. ამ დროს ადამიანები რეალურ გრძნობებს არ ამჟღავნებენ, არ შედიან კომუნიკაციაში. ეს ყველაფერი კი ადამიანის ნერვულ სისტემაზე მოქმედებს და ეს ურთიერთობა დიდი ხნით არ გაგრძელდება.

თუ თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენი ურთიერთობა ზემოთ ჩამოთვლილ ურთიერთობებს ჰგავს, დაფიქრდით, გიღირთ თუ არა ის. დაელაპარაკეთ თქვენ პარტნიორს. კომუნიკაცია, ნდობა და კომპრომისები გამოსავალია.