7 დაუჯერებლი და მარტივი გზა ტანსაცმლის შესანახად! ეს ყველამ უნდა ვიცოდეთ!


preview-1200x628-99-1447673712

თქვენი კარადები გატენილია ჭუჭყიანი წინდებით, ხელთათმანებით და ქუდებით? არ შეგეშინდეთ, ჩვენ გასწავლით, როგორ უნდა დაახარისხოთ ისინი!

მოაშორეთ ნივთები, რომლებიც არ გჭირდებათ!

აქ არ მიიღება ისეთი არგუმენტი, როგორიცაა: “მე ამ კაბას 5 წლის წინ ვიცვამდი და იქნებ ოდესმე კვლავ ჩავიცვა”. აუცილებლად თავიდან მოიშორეთ მსგავსი ტანსაცმელი. დამიჯერეთ, თქვენ მას არასოდეს აღარ ჩაიცვამთ! თუ გადაყრა მაინც და მაინც გენანებათ, შეგიძლიათ მათი დახმარებით საინტერესო დეკორაციები შექმნათ!

სეზონური შენახვა

თუ ზაფხული დასასრულს უახლოვდება და შემოდგომა მოდის, შეინახეთ ის ტანსაცმელი, რომელსაც ამ სეზონზე ვეღარ გამოიყენებთ. მათი გადამალვა საწოლის ქვემოთაც შეგიძლიათ.

ჭკვიანური დახარისხება

დაახარისხეთ ნივთები ფერის, ტიპისა და მატერიის მიხედვით. ასევე შეგიძლიათ მაისურები და ტოპები ზედა თაროზე შეინახოთ, შარვლები და ქვედა ბოლოები – ქვედა თაროზე.

პატარა დამხმარეები

კალათები, გამჭვირვალე კონტეინერები, საკიდეები – ამ პატარა დამხმარეების საშუალებით თქვენ სივრცეს დაზოგავთ.

ფეხსაცმლებისა და ჩანთების შენახვა

ჩანთებისა და ფეხსაცმლების ყოველ წყვილს თავისი ადგილი უნდა ჰქონდეს კარადაში. შუზებისა და ჩექმების შენახვა ქვედა თაროზე შეგიძლიათ. მაღალყელიანი ჩექმები შეგიძლიათ ჩამოკიდოთ. რაც შეეხება ჩანთებს, ისინი ზედა თაროზე შეგიძლიათ შეინახოთ.

ტანსაცმლის შენახვა კომოდში

კომოდის უჯრებში შენახული ტანსაცმელი საშინლად იჭმუჭნება ხოლმე. ეს მეტჯერ რომ აღარ განმეორდეს, მჭიდროდ გადაახვიეთ ისინი და ასე შეინახეთ. განსაკუთრებით ეს ეფექტურია წინდების, შარფების, თეთრეულის შესანახად.

როგორ შევინახოთ ტანსაცმელი სუფთად?

სანამ შალით მოქსოვილ ტანსაცმელს კარადაში შედებთ, ის აუცილებლად გაანიავეთ. სეზონურად თუ ინახავთ, გარეცხეთ და პლასტიკურ ჩანთაში მოათავსეთ. კარადის კარი ხშირად გამოაღეთ ხოლმე. ამით არასასიამოვნო სუნს თავიდან აირიდებთ.