7 ბუნებრივი საშუალება, რომელიც ეფექტურად დაგეხმარებათ კოჟრების მოშორებაში-გაიგეთ მეტი


კოჟრები მართლაც უსიამოვნო პრობლემაა, რომელიც ნებისმიერს შეიძლება დაემართოს, გთავაზობთ ეფექტური საშუალებების ჩამონათვალს, რომლებიც დაგეხმარებათ, რომ თქვენი კანი გახდეს კვლავ რბილი და სასიამოვნო.

როგორ უნდა მოაშოროთ ნახეთქები/კოჟრები:

1. ნიორი

ნიორი არბილებს კანს, კლავს ბაქტერიებს და სოკოს, მის შემადგენლობაში შედის ბუნებრივი ანტისეპტიკი. დანაყეთ 3-4 კბილი ნიორი, აურიეთ 1 ს/კ ზეითუნის ზეთთან ერთად და წაისვით დაზიანებულ არეზე, უმჯობესია გააკეთოთ ღამით. შეიფუთეთ პრობლემური არე და დილით ჩამობანეთ.

2. ხახვი

შეიზილეთ ხახვის წვენი დაზიანებულ არეზე და შეიხვიეთ ბინტით. გაიმეორეთ ყოველ დღე, შედეგს თავად დიანახავთ 10 დღიანი პროცედურის დასრულებისთანავე.

3. მძარი
დაასველეთ ძმარში ბამბის ტამპონი და დაიდეთ სასურველ არეზე. ზემოდან დააფიქსირეთ პლასტირით. 3 საათის შემდეგ შეგიძლიათ ბამბა კვლავ დაასველოთ და პროცედურა გაიმეორო.

4. ლიმონი+ასპირინი

დაფშვენით 6 აბი ასპირინი და ლიმონის წვენის დახმარებით დაამზადეთ ფაფისებური მასა, შეიზილეთ კანზე და შეიფუთეთ პოლიეთილენით.ზემოდან დაიდეთ ცხელი კომპრესი. გაიჩერეთ 15 წუთით და შემდეგ გაიხეხეთ კოჟრი პემზით.

5. აბუსალათინის ზეთი


დაიზილეთ ამ ზეთით დაზიანებული არე დილით და საღამოს, 2 კვირის შემდეგ თქვენი კანი იდეალურ მდგომარეობაში იქნება.

6. გვირილა

კანის გაუმჯებესებაში, ტკივილის მოხსნასა და რელაქსაციაში გვირილა დაგეხმარებათ, მოამზადეთ ნაყენი 4 ს/კ გამხმარი გვირილისგან და 1 ლ წყლისგან.
ჩაყავით ფეხები ცხელ ნაყენში და მოდუნდით.

7. პომიდვრის კომპრესი
ტომატის ფაფისებური მასა იდეალურია კანისთვის, წაისვით და შეიფუთეთ პოლიეთილენის პარკით. მოიხსენით 1 საათის შემდეგ და გაიხეხეთ დაზიანებული არე პემზით.

ასევე დაგაინტერესებთ: ისეირნე დღეში ოცი წუთი და შვიდი წლით დიდხანს იცოცხლებ! შეაჩერე დაბერების პროცესი!