6 პოპულარული ძაღლის ჯიში 100 წლის წინ და ახლა! ცხოველთამოყვარულებს დაგაინტერესებთ!


”რაც უფრო კარგად ვეცნობი ადამიანებს, მით უფრო მიყვარდება ძაღლები“.
მარკ ტვენი

დღევანდელი ძაღლები მათი წინაპრებისგან დიდად განსხვავდებიან. ზოგი მათგანი მათი არაჯანსაღი ვარიანტიც კია.

თქვენ ფიქრობთ, რომ ბულდოგი ასეთი გადამეტებული წონით და შეზღუდული მოძრაობით უნდა გამოირჩეოდეს? შეიძლება ეს ძალიან საყვარლობაა, მაგრამ ამის გამო მათ ჯანმრთელობის პრობლემები ექმნებათ და 10 წლამდე თუ ცოცხლობენ ხოლმე.

ჩვენ გავაკეთეთ კრებული, სადაც ნახავთ, თუ როგორ გამოიყურებოდნენ ესა თუ ის ძაღლები სხვადასხვა დროს.

ბულდოგი

ადრე ინგლისური ბულდოგი ნადირობისთვის გამოიყენებოდა. ის იყო უფრო ჯანმრთელი. დღესდღეობით კი ის ჯიში გახდა, რომელიც დიდი სიამოვნებით ჰყავთ სახლში. დღევანდელ ბულდოგებს ზედმეტი წონა ახასიათებთ, რაც მათ სუნთქვის და ჯანმრთელობის სხვა პრობლემებს უქმნის.

ბულტერიერი

პირველად ეს ჯიში 1800-იან წლებში გამოჩნდა. ის ინგლისური ტერიერის და ბულდოგის ნაჯვარი იყო. ჯიშის გადაჭარბებული გამოყვანის გამო ძაღლს სქელი მუცლის ღრუ და დამახინჯებული თავის ქალა აქვს.

ტაქსა

პირველად ის გერმანიაში 400 წლის წინ გამოჩნდა. ტაქსებს კისრის სიგრძე მთელი ტანის სიგრძესთან შედარებით ნორმალური ჰქონდათ. დღესდღეობით კი ეს ჯიში მალთაშუა დისკის დაავადებებისკენ არის მიდრეკილი.

გერმანული ნაგაზი

http://aww.ge/wp-content/uploads/2016/09/4-3.jpg

1850 წლებში, როდესაც ეს ჯიში პირველად გამოჩნდა, მათ ჰქონდათ შედარებით წვრილი მუცლის ღრუ, ვიდრე დღეს.

სერ ბერნარდი

ისინი ჰგვანან იმ აზიურ ძაღლებს, რომლებსაც რომაელები ბრძოლისას გამოიყენებდნენ. ამ უზარმაზარ ძაღლებს აქვთ უფრო სქელი ბეწვი, შედარებით განიერი თავის ქალა. ისინი არიან ამ დაავადებების რისკის ქვეშ: ენტროპიონი ( ქუთუთოს გადმობრუნება), ექტროპიონი, სტოკარდის დამბლა, ჰემოფილია და ოსტეოსარკომა.

მოპსი

დღესდღეობით ამ ჯიშის ძაღლები იტანჯებიან გულის დაავადებებით, მაგალითად, არტერიული მაღალი წნევით, დაბალი ოქსიგენაციით, გადახურებით. ამის ბრალი არის ის გარემო, სადაც მათ უწევთ ცხოვრება. მათი ფესვები კი ანტიკური ჩინეთიდან მოდის.