6 ნიშანი, რაც სიყვარულსა და ვნებას ერთმანეთისგან განასხვავებს!


passon-real-love-fi

შეუმჩნეველი თვალისთვის სიყვარული და ვნება ერთი და იგივე ჩანს. სინამდვილეში, ეს ორი რაღაც ძალიან განსხვავდება. თითოეულ მათგანს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად არსებობა მარტივად შეუძლიათ. ჯანსაღი ურთიერთობისთვისმათ შორის სხვაობა აუცილებლად უნდა ვიცოდეთ.

დღეს სიყვარულისა და ვნების 7 განმასხვავებელ ნიშანს გეტყვით.

განსხვავება #1 – ვნებას შეუძლია თქვენი ცხოვრების დამსხვრევა, სიყვარულს – პირიქით.

ვნება გაბრმავებთ. ის გაიძულებთ გქონდეთ დაუცველი სექსი და სხვა არარაციონალური რაღაცები. მეორე მხრივ, სიყვარული გაფიქრებთ იმაზე, თუ რა ჯობს თქვენი და თქვენი პარტნიორის ბედნიერებისთვის.

განსხვავება #2 –ვნება მოდის და მიდის, სიყვარული კი რჩება უკანა პლანზე.

ვნება არსებობს იმ ურთიერთობებში, რომლებიც სიყვარულზეა აგებული.ვნება შეიძლება გაგრძელდეს თვეებისა და წლების განმავლობაში და ერთხელაც გაქრეს. როცა შეყვარებული წყვილი სიყვარულის შემდეგ საფეხურზე გადადის, ვნების ბრმა ბუნება უჩინარდება. უცბად პარტნიორები ერთმანეთს ნაკლს ამჩნევენ. ამ უკანასკნელის გაბათილება კი მხოლოდ სიყვარულს შეუძლია.

განსხვავება #3 –ვნება ჰორმონებს მოითხოვს, სიყვარული კი – უნარებს და პრინციპებს.

ვნების არსებობისთვის მხოლოდ 2 ჰორმონის არსებობაა საჭირო: ოქსიტოცინისა და ვასოპრესინის. ეს არის და ეს.
სიყვარულის არსებობისთვის კი თქვენ ისეთი პრინციპები და უნარები დაგჭირდებათ, როგორებიცაა: გულახდილობა, კომუნიკაცია და ემპათია.

განსხვავება #4 –ვნება არის უეცარი, სიყვარულის განვითარებას კი დრო სჭირდება.

ვნება შეიძლება გაჩნდეს იმწამსვე, როცა ორი ადამიანი ერთმანეთს ხვდება. თქვენ ხვდებით მიმზიდველ გოგონას ან ბიჭს და უცბად გინდათ, რომ მასთან გარკვეული დრო გაატაროთ. ზოგჯერ შეიძლება მათ სიყვარულიც კი აუხსნათ.
მაგრამ არ შეცდეთ – თქვენ ისინი არ გიყვართ. სიყვარული დროთა განმავლობაში წარმოიქმნება, რომელმაც ყველა დაბრკოლებას უნდა გაუძლოს.

განსხვავება #5 –ვნება დამოკიდებულია სრულყოფილებაზე, სიყვარული – მიმღებლობაზე.

ვნება იმ ორ ადამიანს შორისაა, რომლებსაც ერთმანეთი ჯერ კიდევ სრულყოფილი ჰგონიათ. მაგრამ როცა პარტნიორებმა საკუთარი ნაკლოვანებების შესახებ იციან და კვლავ ერთად ყოფნა სურთ, ეს ნამდვილი სიყვარულია.

განსხვავება #6 –ვნება სხვადასხვა ადამიანის მიმართ შეიძლება გქონდეთ, სიყვარული კი კონკრეტულ პიროვნებას მოითხოვს.

თუ ვნება გსურთ, გაიარეთ ბარში, მოძებნეთ ყველაზე მიმზიდველი პიროვნება. სიყვარულის დროს კი ყველაფერი უფრო ძნელადაა. ის ადამიანი, რომელიც გიყვართ, განსაკუთრებული უნარებითა და ღირებულებებით გამოირჩევა.

loading...


მოგწონთ სტატია?
Send to a friend