6 მიზეზი თუ რატომ ვერ იღებთ სწორ მუცელს -გაიგეთ რა იწვევს ზედმეტ ცხიმს..


მუცლის არეში ზემდეტი ცხიმი უსიამოვნო პრობლემაა, განსაკუთრებით მაშინ, თუ აქტიურად ცდილობთ მის მოშორებას, მაგრამ შედეგს კვლავ ვერ ამჩნევთ.
გთავაზობთ სასარგებლო ინფორმაციას-გაიგეთ რა შეიძლება იყოს ამის გამომწვევი .



1. ძილის ნაკლებობა

დღეში 6 საათზე ნაკლები ძილი ცვლის ადამიანის წონას. კვლევები ჩატარდა 70 000 ქალბატონზე, შედეგად კი დადგინდა, რომ -მათ, ვისაც 5 საათზე ნაკლები ძინავთ 13 კილოგრამზე მეტის მომატების საფრთხე აქვთ.

2. არასწორი ვარჯიშები
თუ თქვენ არასწორ ვარჯიშებს აკეთებთ, მაშინ შესაძლოა ცხიმები ვერ დაწვათ. ყველა ვარჯიში ზემოქმედებს კონკრეტულ კუნთზე და არეზე, ეცადეთ გაიაროთ კონსულტაცია ვარჯიშის ტიპებზე და შედეგად კალორიებს სწორად დაწვავთ.

3. ასაკის მატება
ასაკის მატებასთან ერთად იცვლება ორგანიზმი და მასში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესი. ქალებში ამის ალბათობა შედარებით მეტია, მენოპაუზის შემდეგ ამ პრობლემის მოგვარება მარტივდება.

4. დამუშავებული საკვები
თუ ბევრ ჩიფსს, თეთრ პურს, ტკბილეულსა და გაზიან სასმელებს მიირთმევთ ბუნებრივია, წონაში დაკლება გაგიჭირდებათ. მსგავსი სახის საკვები ზრდის ორგანიზმში ცხიმის რაოდენობას, აუცილებელია მათი ჩანაცვლება ხილით და ბოსტნეულით.

5. არაჯანსაღი ცხიმები
შესაძლოა, თქვენ არასწორ ცხიმებს იღებთ. თუ მათ ჩაანაცვლებთ თევზის, ავოკადოს და ზეთისხილის ცხიებით, თქვენი ორგანიზმი ბევრად უფრო შედეგიანად დაიწყებს წონაში კლებას.

6. სტრესი

სტრესი ძალიან მოქმედებს ორგანიზმის ფუნქციონირებაზე და შესაძლოა ამ მდგომარეობამ წონის პრობლემებიც გამოიწვიოს. ამ დროს იზარდება კორტიზოლის დონე, რომელიც თავის მხრივ ხელს უწყობს ვისცერალური ცხიმების გაზრდას.