6 აუცილებელი რჩევა, რომელიც კონფლიქტის მოგვარებაში დაგეხმარებათ!


კონფლიქტი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ზოგჯერ ეს საყვარელ ადამიანთან მოგვდის ხოლმე. შემოგთავაზებთ რჩევებს, რომელთა გათვალისწინების შემთხვევაში კრიზისულ სიტუაციებს თავიდან აიშორებთ!

გაბრაზება სიტუაციას უფრო გაამძაფრებს. ღრმად ამოისუნთქეთ და ეცადეთ დამშვიდდეთ.

არ დაგავიწყდეთ – ყველა ვუშვებთ შეცდომებს! ეცადეთ სიტუაციას მოპასუხის თვალით შეხედოთ! იქნებ მათ რთული პერიოდი აქვთ…

არ აქვს იმას მნიშვნელობა, რამდენად აგრესიული მიზეზები აქვს თქვენს ოპონენტს. უბრალოდ დაუწიეთ ხმის ტონს, აიმაღლეთ თავდაჯერებულობა და აუხსენით მას, რომ თქვენ პატივისცემით ესაუბრებით.

კონფლიქტური ნატურა გვაიძულებს ბრძოლას ბრძოლითვე ვუპასუხოთ, ჯობს დაწყნარდეთ. შემდეგ მიხვდებით, რომ ეს უფრო უკეთესი ნაბიჯია.

გადაჭარბებული ემოციები არგუმენტს ასუსტებს. მხოლოდ თქვით ის, რაშიც დარწმუნებული ხართ და თქვენი მიზანი კარგად გამოკვეთეთ. გახსოვდეთ, სიმართლე ყოველთვის სუბიექტურია და მისი აღქმაა მხოლოდ მრავალფეროვანი.

თუ სიტუაცია კონფლიქტამდეა მისული, ეცადეთ იუმორი გამოიყენოთ.