5 რაღაც, რაც არასოდეს უნდა გააკეთოთ იმ შემთხვევაში, თუ პატარა ბინაში ცხოვრობთ!


პატარა საცხოვრებელ ადგილში თითოეული დეტალი უნდა გაითვალისწინოთ. არასწორად შერჩეული ავეჯი ან ზედმეტი აქსესუარი თქვენს საცხოვრებელს უფრო პატარას გახდის. ეს რომ აიცილოთ, მIყევით ქვემოთ მოცემულ რჩევებს!

ტაბუ 1-ლი! დიდი ჭაღი

დიდი ჭაღი არაჩვეულებრივია დიდი საცხოვრებელი ადგილისთვის. ის მას გლამურულობას და ეშხს ანიჭებს. მაგრამ თუ თქვენი სახლი პატარაა, ჭაღს მოერიდეთ, რადგან ის მთლიან სივრცეს დაიკავებს. სანაცვლოდ შეგიძლიათ განათების კომპლექსური პატერნი დააყენოთ. ეს სივრცეს ვიზუალურად გაზრდის!

ტაბუ მე-2! მუქი ფერების გამოყენება

არ გამოიყენოთ მუქი ფერები, რომლებიც სინათლეს ისრუტავენ. თქვენი პატარა ოთახი არაკომფორტული გახდება. ჯობს გამოიყენოთ ნათელი ფერები. შეღებეთ კედლები რძისფრად, ლამინატი კი ღია მუხისფერი გააკეთეთ. აქსესუარები დაგეხმარებათ თქვენი ფართი უფრო ნათელი გახადოთ.

ტაბუ მე-3! მასიური ავეჯი

მასიური ანტიკვარიატი, ტრადიციული ინგლისური დივანი დიდი ფართობის მქონე ოთახებს უხდება. პატარა სახლის მქონე ადამიანებს კი, გირჩევთ, აარჩიოთ კომპაქტური, მოსახერხებელი ავეჯი. ასევე ეცადეთ ამ უკანასკნელმა დიდი ადგილი არ დაიკავოს. მაგალითად, დასაკეცი საწოლი ძალიან ეფექტური იქნება საბავშვო ოთახისთვის.

ტაბუ მე-4! 3-ზე მეტი ფერის გამოყენება!

როცა პატარა საცხოვრებელი ადგილისთვის ფერებს არჩევთ, ფრთხილად უნდა იყოთ! ეს უნდა იყოს მხოლოდ 3 ფერი. ზედმეტი თვალებს აგატკიებთ. ნეიტრალური ფერები დამატებით ჩრდილები არაჩვეულებრივი გამოსავალია.


ტაბუ მე-5! ზედმეტი აქსესუარი!

არ გადატვირთოთ ოთახები აქსესუარებით. აარჩიეთ რამდენიმე ღია, ყურადღებისმისაქცევი ნივთები. ასევე ეფექტური იქნება ისეთი ნივთების გამოყენება, რომლებიც ერთდროულად მოდურიც არის და ფუნქციურიც.