5 მარტივი რჩევა, რომელიც მოგაშორებთ ზედმეტ კილოგრამებს ვარჯიშის გარეშე!


ჩვენ ვიცით, რომ წონის დაკლებისას უნდა მივიღოთ ნაკლები კალორია და მეტი ვივარჯიშოთ. ეს უკანასკნელი კი ზოგჯერ გვეზარება ხოლმე. დღეს კი შემოგთავაზებთ იმ რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ ზედმეტი კილოგრამები ვარჯიშის გარეშე მოიშოროთ.

1. ჭამეთ უფრო ნელა

ლეპტინი ჰორმონია, რომელიც სიგნალს გაძლევთ იმის შესახებ, რომ თქვენ საკმარისი ჭამეთ. ამ სიგნალის მიწოდებას 20 წუთი უნდა. თუ თქვენ სწრაფად შეჭამთ, ამ სიგნალის მიღება უკვე გვიან იქნება.

2. დიეტის დროს რაციონში მაღალი ხარისხის ცხიმი შეიტანეთ

მაგალითად, ქოქოსის ზეთი იწვება მალე და ზრდის ენერგიასაც.

3. ყოველდღე მიირთვით საუზმე.

როცა გაიღვიძებთ, ერთი საათის შემდეგ აუცილებლად ისაუზმეთ. ამ დროს თქვენ გააქტიურებთ წონის დაკლების ჰორმონებს.

4. მზის შუქი ვიტამინი D-ს არაჩვეულებრივი შემცველია

ვიტამინი D-ს მაღალი ოდენობა კი გაზრდის მეტაბოლიზმს.

5. იძინეთ უკეთ

თქვენ აუცილებლად უნდა გეძინოთ 6-8 საათი. წინააღმდეგ შემთხვევაში ლეპტინი სიგნალს აღარ მოგცემთ. ამიტომ კარგი ძილი პასუხისმგებელია ტვინზე, რომელიც მიგითითებთ მშიერი ხართ თუ არა.