5 მარტივი ფოკუსი, რომლის გაკეთება უმარტივესია! თქვენი ბავშვები გაოცდებიან!


არსებობს უამრავი ადვილი ექსპერიმენტი, რომლითაც ნებისმიერ ბავშვს გააოცებთ. მათ შეიძლება ვერ გაიგონ, თუ როგორ გააკეთეთ ის, მაგრამ მთელი ცხოვრება ეს მომენტი კარგად დაამახსოვრდებათ.
ჩვენ შევკრიბეთ 6 ყველაზე საინტერესო ექსპერიმენტი და გარანტიას გაძლევთ: ისინი აუცილებლად გააოცებენ თქვენს ბავშვებს.

ცეცხლგამძლე ბუშტი

დაგჭირდებათ: 2 ბუშტი, სანთელი, ასანთი, წყალი.

ექსპერიმენტი: თავიდან პირველი ბუშტი ჰაერით აავსეთ. ანთებული სანთელი მასთან მიიტანეთ. ეს იმის დემონსტრაცია იქნება, რომ ცეცხლი მართლა წვავს ბურთს. აავსეთ მეორე ბუშტი წყლით, აანთეთ სანთელი და მიიტანეთ ბუშტთან. დაინახავთ, რომ ცეცხლი ბუშტს არ წვავს.

ახსნა: წყალი, რომელიც ბუშტშია, ისრუტავს სითბოს, რომელსაც სანთელი გასცემს. ამიტომ ბუშტის მატერია არ იწვის, სამაგიეროდ შემდეგ სკდება.


ფანქრების ტრიუკი

დაგჭირდებათ: პოლიეთილენის პარკი, ჩვეულებრივი ფანქრები, წყალი.

ექსპერიმენტი: პოლიეთილენის პარკი წყლით ნახევრამდე აავსეთ. ფანქრების საშუალებით პარკის ის ადგილი გახვრიტეთ, რომელიც წყლითაა სავსე.

ახსნა: თუ პოლიეთილენის პარკს ჯერ ფანქრებით გახვრეტთ, შემდეგ კი წყლით აავსებთ, ეს უკანასკნელი ჩვეულებრივ გადმოვა. მაგრამ თუ პარკს ჯერ წყლით აავსებთ, შემდეგ კი ფანქრებით გახვრეტთ, წყალი არ გადმოვა. თუ პოლიეთილენი შიგნიდან „ტყდება“, მოლეკულები ერთმანეთს უახლოვდებიან, ამიტომ პოლიეთილენი ვიწროვდება ფანქრის გარშემო.

ფერადი კომბოსტო

დაგჭირდებათ: 4 წყლით სავსე ჭიქა, საჭმლის ფერი, რამდენიმე ბოსტნეულის ფურცელი.

ექსპერიმენტი:.დაამატეთ სხვადასხვა ფერის საჭმლის ფერი თითოეულ ჭიქას. შემდეგ კომბოსტოს თითო-თითო ფოთოლი ამ ჭიქებში ჩადეთ. მთელი ღამით დატოვეთ. ფოთლები შეიცვლიან ფერს.

ახსნა: მცენარეები შეისრუტავენ წყალს და ფოთლები მიიღებენ ზუსტად იმ ფერს, რაც წყალს აქვს. ეს ცნობილია, როგორც კაპიალრის ეფექტი. ემართებათ მცენარეებს, ყვავილებსა და ხეებსაც კი.

მოტივტივე კვერცხი

დაგჭირდებათ: 2 კვერცხი, 2 ჭიქა წყალი, ცოტაოდენი მარილი.

ექსპერიმენტი:ფრთხილად ჩადეთ კვერცხი ჩვეულებრივ ცივწყლიან ჭიქაში. ის ჭიქის ძირში დავარდება. სხვა ჭიქაში ჩაასხით ცხელი წყალი, ჩაყარეთ 4-5 სუფრის კოვზი მარილი. დაელოდეთ წყლის გაციებას. ჩააგდეთ მეორე კვერცხი. ის ჭიქის ზედაპირზე „იცურებს“.

ახსნა: მოლეკულების სიმკვრივე მუშაობს როგორც წყლისთვის, ასევე კვერცხისთვის. კვერცხის სიმკვრივე უფრო მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი წყლის, ამიტომ კვერცხი ვარდება. ხოლო თბილი წყლისა და მარილის მიქსტურის სიმკვრივე კვერცხის სიმკვრივეს გადასწონის, ამიტომ ეს უკანასკნელი „დაცურავს“.

ნათების დამთხვევა

დაგჭირდებათ: რამდენიმე ასანთი, ფანარი
ექსპერიმენტი: აანთეთ ასანთი, დაიჭირეთ ის კედლიდან 10-15 სანტიმეტრის დაშორებით. ფანარი დაანათეთ ხელს, რომელშიც ასანთი გიჭირავთ. ნახავთ, რომ ხელის ჩრდილი და ასანთის ჩრდილი კედელზე გაქრება.