5 მარტივი ნაბიჯი, რომ აღარასოდეს დაგჭირდეს ნუნების მოჭრა


nuneb

ყველამ კარგად ვიცით, რომ რაც უფრო ხშირად ვიჭრით ნუნებს, მით მალ-მალე იზრდება ის. ამასთან, ნუნების ხშირი მოჭრა აზიანებს ფრჩხილის ფუძეს.

ჩვენს ორგანიზმში არაფერი ზედმეტი არ არსებობს და ნუნებსაც, რა თქმა უნდა, თავისი ფუნქცია აქვს – იცავს ფრჩხილის ფუძეს დაზიანებისგან. ხანდახან ერთი წარუმატებლად ამოჭრილი ნუნაც კი საკმარისია იმისათვის, რომ ფრჩხილს კუზი ან სხვა დეფექტი გაუჩნდეს, რომლისგან გათავისუფლებაც შეუძლებელია.

გარდა ამისა, თუკი ნუნებს არ მოიჭრი, მანიკიურიც დიდხანს გაგიძლებს. ასე რომ, თუკი უარს იტყვი ამ პროცედურაზე, შეძლებ იშვიათად გაიკეთო მანიკიური სალონში. ეს კი დროისა და ფულის კარგი ეკონომიაა.

მაშინ, როგორ მოვიქცეთ, რომ ნუნების მოჭრა არ დაგვჭირდეს და ამასთან, ფრჩხილიც მოვლილი გვქონდეს?

1. გაიკეთე ჩვეულებრივი მანიკიური
თავდაპირველად გაიკეთე ჩვეული მანიკიური – სასურველია, სპეციალისტთან (დაგვიჯერე, სულ მალე მისი მომსახურება იშვიათად დაგჭირდება). შემდეგ ყველაფერი მხოლოდ შენზე იქნება დამოკიდებული.

2. შხაპის შემდეგ ჩამოიწიე ნუნები
მანიკიურის გაკეთებიდან მეორე დღესვე დაიწყე ფრჩხილების მოვლა. როცა ხელები დარბილებული გექნება (ამიტომაც იდეალურია, ეს გაიკეთო შხაპის მიღების შემდეგ), ფაქიზად ჩამოიწიე ნუნები ხის ჩხირით. ამის გაკეთება აუცილებელია მაშინაც, თუკი ნუნები ჯერ საერთოდ არ გეტყობა – ასე ხელს შეუშლი მის გაზრდას. მაგრამ ოდესმე ის მაინც გაიზრდება და არავითარ შემთხვევაში არ მოიჭრა სპეციალური მაკრატლით ან ე.წ. კუსოჩკით.

3. გამოიყენე ზეთი
შენი საუკეთესო მეგობარი უახლოეს მომავალში ნუნების სპეციალური ზეთი გახდება – დღეში რამდენიმეჯერ შეიზილე თითებში ის და კარგად დაიმასაჟე. ეს არა მხოლოდ დაარბილებს ყველაზე გაუხეშებულ ნუნას, არამედ საუკეთესოა სისხლის მიმოქცევისთვის, რაც თავის მხრივ, ფრჩხილების სწრაფად ზრდას შეუწყობს ხელს.

4. შეიძინე ფრჩხილის უხეში, სქელი ქლიბი
უხეში სქელი ქლიბი ფრჩხილის გვერდებზე ზედმეტი და გაუხეშებული კანის მოსაცილებლად დაგჭირდება. გამოიყენე ის, როცა მშრალი გექნება ხელები. დაიმუშავე თითოეული თითი ისე, რომ არ შეეხო თავად ფრჩხილს. ნახავ, მალე ზედმეტი კანი ფრჩხილის ირგვლივ საერთოდ აღარ გექნება.

5. გაიკეთე კომბინირებული მანიკიური
ორი კვირის შემდეგ, ანუ მას მერე, რაც რეგულარულად იტარებ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ 4 ნაბიჯს, გაემართე სალონში კომბინირებული მანიკიურის გასაკეთებლად – ანუ სპეციალისტმა მთლიანი ნუნა კი არა, მხოლოდ პატარა ნაწილაკები უნდა მოგაშოროს, რა თქმა უნდა, თუკი ისინი დარჩა ამ ორკვირიანი მოვლის შემდეგ.

თუ გეყოფა ნებისყოფა და დისციპლინა (მნიშვნელოვანია, რომ ჩამოიწიო ხის ჩხირით ნუნა ყოველდღე!), ერთ თვეში საერთოდ აღარ დაგჭირდება სპეციალისტთან მისვლა და ნუნების მოჭრა. ამასთან, ხელები მუდამ მოვლილი გექნება იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვერ მოახერხე მანიკიურის წასმა.

Marao.ge

loading...


მოგწონთ სტატია?
Send to a friend