5 მარტივი გზა სახლში სასიამოვნო სუნის შესაქმნელად…


ცუდი სურნელება უარყოფითად მოქმედებს ჩვენს ტვინსა და ემოციებზე. მაგრამ ახლა თქვენი საყვარელი სუნები წარმოიდგინეთ. ეს შეიძლება იყოს ახლადგამომცხვარი პურის სუნი, ან ცხელი ყავის, იქნება ზღვისაც.

კარგი ამბავი ისაა, რომ აი ასეთი გემრიელი და სასიამოვნო სუნების შექმნა ჩვენს სახლშიც შეგვიძლია. ამისთვის კი ქიმიკატები არაა საჭირო.

შემოგთავაზებთ ჰაერის გასაწმენდ 5 არაჩვეულებრივ იდეას. ისინი ასევე გამოასწორებენ თქვენს ხასიათს და მოგანიჭებენ სიხარულს.

ვაშლი, დარიჩინი, ვარსკვლავოვანი ანისი და მიხაკები

დაჭერით ვაშლი, ჩაყარეთ ქილაში და დაასხით ცოტაოდენი წყალი. დაუმატეთ დარიჩინის ჯოხები, ცოტაოდენი მიხაკი და ვარსკვლავოვანი ანისის რამდენიმენი ნაჭერი.

ლიმონი, როზმარინი, ვანილი და ცაცხვი

დაჭერით ლიმონი და ცაცხვი ნაჭრებად, ჩაყარეთ ქილაში და დაამატეთ წყალი, ვანილის ექსტრაქტის რამდენიმე წვეთი და როზმარინის 3-4 ცალი ტოტი.

ლიმონი, პიტნა, ვანილის ექსტრაქტი და ქონდარი

დაჭერით ლიმონი ნაჭრებად, ჩაყარეთ ქილაში და დაამატეთ ცოტაოდენი წყალი, პიტნის რამდენიმე ტოტი, ქონდარი და ვანილის ექსტრაქტის რამდენიმე წვეთი. ასევე შეგიძლიათ პიტნის და ქონდრის გამხმარი ფოთლებიც გამოიყენოთ.

ფორთოხალი, კოჭა და ნუში.

დაჭერით ფორთოხალი სქელ მრგვალ ნაჭრებად, ჩაყარეთ ქილაში და დაამატეთ წყალი, ლიმონის ნაჭრები, წვრილად დაჭრილი კოჭა და ნუშის ეთერზეთის რამდენიმე წვეთი.

კიტრი, ბაზილიკა და ლიმონის ბალახი

დაჭერით კიტრი, ჩაყარეთ ქილაში და დაამატეთ წყალი, ბაზილიკას ტოტები ( მისი გამხმარი ფოთლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ) და ლიმონის ბალახის ეთერზეთის რამდენიმე წვეთი.

ასევე დაგაინტერესებთ: ისეირნე დღეში ოცი წუთი და შვიდი წლით დიდხანს იცოცხლებ! შეაჩერე დაბერების პროცესი!