4 რჩევა სახლის მცენარეების მოსავლელად-საინტერესო ინფორმაციაა!


ოთახის მცენარეების მოვლა ერთი შეხევდით მარტივი ჩანს, თუმცა ეს რა თქმა უდნა ასე არ არის! ყვავილებს ბევრად მეტი ზრუნვა და პირობები სჭირდებათ, რათა ყოველთვის იდეალურად გამოიყურებოდნენ. გთავაზობთ საინტერესო რჩევებს, რომლის გათვალისწინების შემთხვევაში თქვენს მცენარეებს თავიდან აარიდებთ ტრადიციულ პრობლემებს!

მცენარეების მოვლა:

1.გაყვითლებული ფოთლები

მიზეზი: ზედმეტად ბევრი წყალი

რა უნდა გააკეთოთ
: შემაოწმეთ მიწა, თუ ის ზედმეტად სველია, მორწყეთ მცენარე იშვიათად, გარდა ამისა დარწმუნდით , რომ ქოთანს აქვს დრენაჟური ნახვრეტები.

2. ყავისფერი ფერის ფოთლები

მიზეზი: არასაკმარისი წყალი
რა უნდა გააკეთოთ: ხშირად დაუსხით წყალი, რაც მთავარია იმდენი, რომ ნახვრეტიდან გამოვიდეს. ოთახის მცენარეებს სხვადასხვა სეზონზე განსხვავებული რაოდენობის წყალი სჭირდებათ.

3. თხელი აბლაბუდა ან წვრილი მწერები მცენარეზე

მიზეზი: მავნებლები
რა უნდა გააკეთოთ: პირველ ეტაპზე უნდა მოახდინოთ მავნებლის სახეობის იდენტიფიცირება. ეს შეიძლება იყოს ობობისებრი ტკიპები, ფრთათეთრები, თრიფსები და ა.შ.
ეს მავნებლები დაზიანებული მცენარედან ჯანმრთელზეც ვრცელდება, ამიტომ დაავადებული მცენარის იზოლირებაა საჭირო.
გახსენით სპირტი წყალში (0,5 ჭ სპირტი, 1 ჭ წყალი) და ყოველდღიურად ფრთხილად გაწმინდეთ ამ ხსნარით ფოთლები.

4. რბილი ჩამოყრილი ფოთლები და ცოტა მიწა

მიზეზი: საკვები ნივთიერებების უკმარისობა
რა უნდ აგააკეთოთ: მოაყარეთ ქოთანში არსებულ მიწას გამოყენებული ჩაის პაკეტის შიგთავსი, ან ყავის ნალექი.

ასევე დაგაინტერესებთ: აი, რატომ არ უნდა გადაყაროთ ნაყინის ჯოხები, შექმენით ულამაზესი ნივთები საკუთარი ხელით!