4 ფრაზა, რაც თქვენს შვილს არასოდეს არ უნდა უთხრათ!


mentally-damaging-fi

ბავშვებს არამყარი გონება აქვთ. ფსიქოლოგები ამ უკანასკნელს ძალიან „რბილ“ ორგანოდ ახასიათებენ. ისინი თვლიან, რომ მშობლის ზიანის მომტანმა ფრაზამ დიდი და ცუდი ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს ბავშვის ტვინზე.

აი 4 ფრაზა, რაც ბავშვებს არ უნდა უთხრათ.

#1 – “ძალიან მგრძნობიარე ხარ.”

ზოგიერთი ბავშვი სიტუაციებზე სწრაფად და ინტენსიურად რეაგირებს. მათი მშობლები კი ხშირად ერთ დიდ შეცდომას უშვებენ: ისინი ცდილობენ ეს მგრძნობელობა შვილებს „ჩამორეცხონ“.

დროთა განმავლობაში, ბავშვს ემპათიის უნარი უმცირდება. თუ მას ეუბნებით, რომ მისი ემოციები უმნიშვნელოა, ის სხვებზეც ასე იფიქრებს.

#2 – “ასეთია ცხოვრება.”

როცა თქვენი შვილი მოდის განაწყენებული და გულდაწყვეტილი იმის გამო, რომ მისი მოსაწონი ბავშვი მას ცეკვაზე არ დათანხმდა, არასოდეს უთხრათ, რომ ცხოვრება ასეთია. ეს იგივეა, რაც ეს ფრაზა: „ჰეი, შენი გამოცდილება არაფრით არის გამორჩეული, ამიტომ შეეგუე“.

როცა ამას ბავშვი ხვდება, ის ბრაზდება, იბოღმება და იბნევა.

#3 – “იმიტომ, რომ მე ასე ვთქვი.”

პატარა ჯიმის დაძინება ჯერ არ უნდა, ვერც კი ხვდება ამ დროს რატომ უნდა დაიძინოს. დედის არგუმენტი კი ასეთია: “იმიტომ, რომ მე ასე ვთქვი!”

ეს საშინელი პასუხია. ეს ბავშვებს აიძულებს დოგმატურ რწმენებს დაემორჩილონ. ჯერ ერთი ეს პასუხი ბავშვს აღიზიანებს, მეორეც, რატომ არ გინდათ მას ლოგიკური, დასაბუთებული პასუხი გასცეთ?

#4 – “მოკეტე.”

ბავშვები პატარა ასაკიდანვე სწავლობენ, რომ „მოკეტე“ შეურაცხმყოფელი სიტყვაა. ზოგჯერ როცა დაღლილები ვართ და ჩვენი შვილი ჯასტინ ბიბერის სიმღერას მღერის, ეს შეიძლება ძალიან გამაღიზიანებელი იყოს. იმის ნაცვლად, რომ მას „მოკეტე“ ვუთხრათ, აუხსენით, რომ უბრალოდ ცუდი დღე გქონდათ და სიმშვიდე გსურთ.