4 მარტივი მეთოდი, სააბაზანოში რომ იდეალური სისუფთავე შევინარჩუნოთ


va

1. ერთმანეთში შერეული ლიმონმჟავა და ხუთპროცენტიანი ძმარი – შეგიძლიათ გამოიყენოთ სისუფთავის პროფილაქტიკისთვის.
2. უფრო დეტალურად დასუფთავებისთვის – მოაყარეთ უნიტაზს, ხელსაბანს, აბაზანას სოდა, ზემოდან მოასხით ლიმონიანი ძმარი. ყველაფერი აქაფდება. შემდეგ მოავლეთ წყალი და დატკბით სისუფთავით.

3. გასათეთრებლად – მოაყარეთ უნიტაზს ერთი პაკეტი ლიმონის ან ასკორბინის მჟავა და გააჩერეთ მთელი ღამით. დილით მოავლეთ სუფთა წყალი.

4. მეოთხე ვარიანტი უმარტივესია – ჩაასხით უნიტაზში ერთი ბოთლი “კოკა-კოლა”, გააჩერეთ ერთი საათი და ჩარეცხეთ. იქაურობა იბზინებს.

ვფიქრობთ, ეს მეთოდი არა მხოლოდ სისუფთავეს შეგინარჩუნებთ სააბაზანოში, არამედ “კოკა-კოლას” დალევის სურვილსაც გაგიქრობთ.

Marao.ge

loading...


მოგწონთ სტატია?
Send to a friend