4 მარტივი, მაგრამ არაჩვეულებრივი რჩევა ურთიერთობის ბედნიერად შენარჩუნებისთვის!


როგორც ლევ ტოლსტოი ამბობდა, ყველა ბედნიერი ოჯახი ერთმანეთს ჰგავს. ზუსტადაც, გამძლე წყვილებს საერთო ის აქვთ, რაც მათ ეხმარებათ ურთიერთობის შენარჩუნებაში მრავალი წლის განმავლობაში.
ჩვენ გადავწყვიტეთ გაგვეგო, თუ რას გვირჩევენ ეს ადამიანები, რომლებიც ჰარმონიასა და ბედნიერებაში ცხოვრობენ.


1. არასოდეს გახვიდეთ სახლიდან ისე, რომ საყვარელ ადამიანს არ დაემშვიდობოთ.

ერთი შეხედვით ეს შეიძლება სისულელედაც მოგეჩვენოთ, მაგრამ გასვლის წინ აკოცოთ და დაემშვიდობოთ საყვარელ ადამიანს, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს თქვენს მზრუნველ და მოსიყვარულე ბუნებაზე მიანიშნებს.

2. ყოველდღე გააბით კომუნიკაცია

ეს აუცილებელია. ყოველდღე ჰკითხეთ მას, თუ როგორ ჩაიარა დღემ. მოუყევით თქვენს დღეზეც. ერთმანეთი იმ მომენტების მოწმე გახადეთ, რომელშიც მონაწილეობა რომელიმე მათგანს არ მიუღია. არ გადადოთ ეს საუბარი მეორე დღისთვის, რადგან ეს უკანასკნელი ახალი მოვლენების და ცვლილებების დღეა.

3. ხშირად თქვით „მე მიყვარხარ შენ“.

როცა ამ ფრაზას ამბობთ, თუნდაც ბევრი წლის შემდეგ, იცოდეთ, რომ მას ზუსტად იგივე მნიშვნელობა აქვს, რაც ადრე ჰქონდა. ურთიერთობაში ადამიანები ხშირად შიშობენ იმაზე, რომ ისინი არ არიან ლამაზები, კარგები და ამის გამო თქვენგან განსხვავდებიან. უბრალოდ უთხარით მას, რომ ის ძალიან გიყვართ და გაუმეორეთ ეს ბევრჯერ.

4. გააკვირვეთ ერთმანეთი

ეს არ გულისხმობს იმას, რომ თქვენ ერთმანეთს ძვირფასი საჩუქრები უნდა აჩუქოთ. ეს შეიძლება იყოს მოულოდნელი კოცნა ლოყაზე, ყოველდღე იმის გამეორება, რომ თქვენ მის არჩევაში არ შეცდით. უბრალოდ ურთიერთობაში სასიამოვნო ცვლილება შეიტანეთ ხოლმე.

ასევე დაგაინტერესებთ: ისეირნე დღეში ოცი წუთი და შვიდი წლით დიდხანს იცოცხლებ! შეაჩერე დაბერების პროცესი!