30 მიზეზი, თუ რატომ უნდა გიყვარდეთ ქოქოსის ზეთი – ეს უნდა იცოდეთ!


ქოქოსის ზეთი ბოლო პერიოდში ძალიან პოპულარული გახდა, ის მართლაც გასაოცარი პროდუქტია, რომელსაც გამოყენების უზომოდ დიდი სპექტრი აქვს. ჩვენ გთავაზობთ 30 მიზეზს, თუ რატომ უნდა გიყვარდეს ქოქოსის ზეთი.
ქოქოსის ზეთი მსოფლიოში ყველაზე სუფთა ზეთია, ის შეიცავს სპეციალურ ცხიმის უჯრედებს, რომლებიც სწრაფად და თითქმის მთლიანად შეიწოვება ჩვენს ორგანიზმში. მისი ყიდვა შეგიძლიათ მაღაზიებსა და აფთიაქებში.

ქოქოსის ზეთი სილამაზისთვის

1.დამატენიანებელი ლოსიონი

საღამოს, სახის გასუფთავების შემდეგ გაიწმინდე კანი ბამბის დისკით. რომელსაც ქოქოსის ზეთით დაასველებთ. ერთი საათის შემდეგ სახე შეიმშრალეთ ქაღალდის ხელსახოცით.

2.სახის გამწმენდი ნიღაბი

აურიეთ 1 ს/კ ქოქოსის ზეთი და 1 ს/კ თაფლი (თუ ალერგიული ხართ თაფლზე ნუ გამოიყენებთ ამ ნიღაბს)
წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 15-20 წუთი, ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

3.თვალის კრემი

ძილის წინ თვალის გარშემო წაისვით ქოქოსის ზეთი. კანი უფრო რბილი გახდება და ჩაშავებული უპეების პრობლემასაც აიცილებთ თავიდან.

4.თმის ნიღაბი

ქოქოსის ზეთი ჭურჭელით მოათავსეთ თბილ წყალში, რათა უფრო თხევადი გახდეს. თითების მასაჟით შეიზილეთ თავის კანში, შემდეგ კი მთელს თმაზე. შეიფუთეთ თავი მეტი სითბოს გამოყოფის მიზნით. 30 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თავი შამპუნით. ამ ნიღბის გამოყენების შემდეგ, თქვენი თმა გახდება მბზინვარე, ხშირი და მაგარი.

5.ქერტლის საწინააღმდეგო საშუალება

წაისვით ზეთი თავის კანზე, შეიხვიეთ და გაიჩერეთ მთელი ღამით. დილით ჩვეულებრივად ჩამოიბანეთ.

6.საპარსი და პარსვის შემდგომი კრემი

ქოქოსის ზეთი ყველაზე ნატურალური და ეფექტურია

7.ტუჩის ბალზამი

ქოქოსის ზეთი არბილებს და აახალგაზრდავებს ტუჩის ზედაპირს.

8.ტანის სკრაბი

გაადნეთ 2-4 ს/კ ზეთი, დაუმატეთ 1 ს/კ ნატურალური ყავა, მიღებული მასა გადაასხით მაგლითად კექსის ფორმებში, შედგით მაცივარში. წყლის პროცედურების დაწყებამდე მოაჭერით ნაჭერი და გამოიყენეთ როგორც ტანის სკრაბი.



9.მაკიაჟის მოსაშორებელი საშუალება

ეფექტურად აშორებს კოსმეტიკას და არ აღიზიანებს თვალს.

10.დამარბილებელი საშუალება

არბილებს ნუნებს, მუხლებს და ქუსლებს, უბრალოდ შეიზილეთ ზეთი გაუხეშებულ ადგილზე.

ქოქოსის ზეთი კულინარიაში

გაითვალისწინეთ, რომ კოსმეტიკური ქოქოსის რძე კულინარიაში არ გამოგადგებათ. ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს, რომ ის საჭმელი ზეთია.

1.საცხობი და შესაწვავი ზეთი

კერძებს პიკანტურ არომატს აძლევს.

2.სმუზი

სცადეთ ეს რეცეპტი: ჩაასხით ბლენდერის ჭიქაში 2 ს/კ ქოქოსის რძე, 20 გ ქოქოსის ზეთი, 1 შეკვრა ვანილი, 1 ს/კ კაკაო, ½ მარწყვის ფხვნილი (კოქტეილებისთვის) 1 ჩ/კ დარიჩნი. აურიეთ და მიირთვით!

3.სალათები

ქოქოსის ზეთი არა მხოლოდ პიკანტურ გემოს შესძენს თქვენს სალათებს, არამედ დაგეხმარებათ უკეთ მიიღოთ ვიტამინები მწვანილიდან.

4.მაიონეზი

მაიონეზის მომზადების დროს, ჩვეულებრივი მცენარეული ზეთი ჩაანაცვლეთ ქოქოსის ზეთით- გემო ძალიან მოგეწონებათ.

5. კვერცხისთვის

თუ კვერცხს ქოქოსის ზეთს წაუსვამთ, ის უფრო დიდხანს გაძლებს.

ქოქოსის ზეთი ჯანმრთელობისთვის

1.ანთების საწინააღმდეგო საშუალება ჭრილობებისთვის

ქოქოსის ზეთს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიალური თვისებები, ის დაგეხმარებათ სწრაფად შეიხორცოთ ჭრილობა. უბრალოდ შეიზილეთ დაზიანებულ ადგილზე.

2.ჯანსაღი ამოსუნთქვისთვის

უსიამოვნო სუნის გაჩენა შესაძლოა პირის ღრუში ბაკტერიების დაგროვებამ გამოიწვიოს. ქოქოსის ზეთი ამას მარტივად გაუმკლავდება და ამასთანავე, კბილებსაც გაგითეთრებთ.

3.იმუნიტეტისთვის

მათ, ვინც რეგულარულად მოიხმარენ ქოქოსის ზეთს საკვებში, ძალიან ძლიერი იმუნიტეტი აქვთ.

4.ფარისებრი ჯირკვალი

კვლევებმა დაადგინა, რომ ქოქოსის ზეთის რეგულარული მოხმარება აუმჯობესებს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებას.

5.ართრიტი

ართრიტის დროს რეგულარულად შეიზილეთ ქოქოსის ზეთი, რათა შეამციროს ტკივილის შეგრძნება.

6.სოკოვანი ინფექციები

1 ს/კ ქოქოსის ზეთს დაუმატეთ 3 წვეთი ჩაის ხის ზეთი და შეიზილეთ ფეხებზე ყოველ საღამოს.

7. ანგინის და ყელის ტკივილის დროს

ერთი ჩ/კ ქოქოსის ზეთი გაწუწნეთ.

8.მზისგან დამწვრობის დროს

შეიზილეთ ქოქოსის ზეთი დამწვარ ადგილზე.

ქოქოსის ზეთი ბავშვებისთვის და ორსულებისთვის

1.მკერდისთვის

ქოქოსის ზეთი დაგეხმარებათ ძუძუს თავზე ნახეთქების შეხორცებასა და კანის დარბილებაში. ის სრულიად უსაფრთხოა ბავშვებისთვის.

2.ჩვილის კანისთვის

ქოქოსის ზეთი შეგიცვლით ალტერნატიულ ძვირადღირებულ საშუალებებს.

3.კრემი საფენების ქვეშ

გაუწმინდეთ ბავშს კანი ხელსახოცით, რომელსაც ქოქოსის ზეთით დაასველებთ.

ქოქოსის ზეთი სახლის მოსავლელად

1.ჟანგის საწინააღმდეგო

ეს ყველაზე არომატული ჟანგის მოსაშორებელი საშუალებაა.

2.სამზარეულოს ტექნიკისთვის

გამოყენების შემდეგ ბლენდერსა და ხორცის გასატარებელ მანქანას შეგიძლიათ წაუსვით ქოქოსის ზეთი, რათა მათ ხანგრძლივად შეინარჩუნონ დანების სიბასრე.

3.ავეჯის საწმენდი საშუალება

ქოქოსის ზეთით გაწმენდილი ავეჯი ხდება უფრო მბზინვარე და არომატული.

4.ფეხსაცმელებისთვის

ქოქოსის ზეთი მთლიანად ჩაგინაცვლებთ ფეხსაცმლის საწმენდ საშუალებებს. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ საფულეების, ჩანთებისა და ტყავის ნივთებისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ: რა მოხდება თუ ყავაში ქოქოსის კარაქს დავამატებთ? ეს ყველაზე გემრიელი და სასარგებლოა