30 ბრძნული გამონათქვამი ცხოვრებაზე რომელთა წაკითხვის შემდეგ ბევრ რამეზე დაფიქრდებით…


tumblr_m15qgxAZGZ1qbkhg3o1_500_large


ამ გამონათქვამებში ყველა საკუთარ თავს ამოიცნობს – იმისდა მიუხედავად, გვინდა ეს თუ არა.
1. არასოდეს გააზვიადოთ მტრების სულელობა და მეგობრების ერთგულება.
2. თუ გეუბნებიან, რომ მრავალფეროვანი ადამიანი ხართ – არ მოტყუვდეთ, შესაძლოა, გულისხმობენ რომ, ერთდროულად, მლიქვნელი, ღორი და მუქთახორა ხართ.
3. თუ იდიოტთან ჩხუბობ, ე.ი. ისიც იგივეს აკეთებს.
4. წარმატება უღიმის მამაცებს… და შემდეგ, დიდხანს დასცინის მათ!
5. ალკოჰოლი, მცირე დოზებით, უვნებელია ნებისმიერი რაოდენობით.
6. ფიქრი იმდენად ძნელია, რომ ადამიანების უმრავლესობას ურჩევნია, განიკითხოს!
7. ოპტიმისტს სჯერა, რომ საუკეთესო სამყაროში ვცხოვრობთ, პესიმისტი კი შიშობს, რომ ასეა.
8. არაფერი ისე არ ჭრის ადამიანს, როგორც საკუთარი ბედნიერების ნატეხები.
9. არაფერია იმაში ცუდი, თუ თქვენზე იცინიან. ბევრად უარესია, თუ ტირილით გიხსენებენ.
10. სიბრძნე ყოველთვის ასაკთან ერთად არ მოდის. ხდება ხოლმე, რომ ადამიანს ჯერ წლები ემატება.
11. ჩვენი თავისუფლება მაგონებს შუქნიშანს, რომელსაც სამივე ფერის ცეცხლი ერთდროულად უკიდია.
12. თუ მეგობრები და ნათესავები დიდხანს არ გირეკავენ, ე.ი. მათ ყველაფერი კარგად აქვთ.
13. დადებითი ემოციები – ეს ემოციებია, რომლებიც მაშინ მოდიან, როდესაც შენთვის ყველაფერი სულერთია.
14. თუ გამოჩნდა ვინმე, ვისაც ხეების აწევა შეუძლია, აუცილებლად გამოჩნდება ისიც, ვისაც მისი მოკვლა მოუნდება.
15. ნამდვილი მარტოობა ისაა, როდესაც მთელი ღამის განმავლობაში საკუთარ თავს ესაუბრებით და თქვენი არავის ესმის.
16. ფიზ. კულტურა სიცოცხლეს ხუთი წლით ახანგრძლივებს, მაგრამ ეს ხუთი წელი სპორტ-დარბაზში უნდა გაატაროთ.
17. რამდენად უხეშად სჩადის წესიერი ადამიანი სულმდაბლობას, განსაზღვრავს იმას, თუ როგორი პიროვნებაა ის.
18. რა არის ჩვენი ცხოვრება – არ შეეჩვევი, მოკვდები, არ მოკვდები – შეეჩვევი.
19. ჯობს, გიყვარდეს ის საქმე, რასაც აკეთებ, ვიდრე საკუთარ თავს აძალებდე, რომ შეიყვარო.
20. ნამდვილი ბედნიერებაა – უყურებდე ნამდვილ გმირულ ცხოვრებას და მასში არ მონაწილეობდე.
21. რთულია, იყო უკანასკნელი კახპა – უკან ყოველთვის ვიღაც დგას.
22. როგორც კი დიეტის დაცვას დაიწყებ, ვიღაც მაშინვე ხარბად ჭამას გადაწყვეტს.
23. ჯობს, ჩუმად იყო და ადამიანებს სულელი ეგონო, ვიდრე ხმა ამოიღო და ამის ყოველგვარი ეჭვი გაფანტო.
24. ნებისმიერი ავტომობილი მოგემსახურებათ სიცოცხლის ბოლომდე, თუ საკმარისი სისწრაფით ივლით.
25. ცოტაა საკუთარი თავის ფასის ცოდნა, საჭიროც უნდა იყო.
26. არეულობის უმაღლესი ხარისხია – ორი მზერა, მოხვედრილი გასაღების ჭუჭრუტანაში.
27. ხომ ვამბობდი: „ან კარგად ვიცხოვრებ, ან ჩემი შემოქმედება უკვდავი დარჩება“. ცხოვრებამ ისევ შემოქმედება აირჩია.
28. „ბედნიერი ხარ?“ ამ შეკითხვაზე სხვადასხვა დროს, განსხვავებულად ვპასუხობდი, მაგრამ ყოველთვის უარყოფითად.
29. ცხოვრება როიალს ჰგავს, თეთრი კლავიში, შავი კლავიში – სახურავი.
30. მეგობრებო, თუ ყელამდე ნაგავში აღმოვჩნდით, ჩავკიდოთ ერთმანეთს ხელები!
loading...


მოგწონთ სტატია?
Send to a friend