3 გზა, თუ როგორ გავხდეთ უფრო თავდაჯერებული – ჰარვარდის ფსიქოლოგები გვირჩევენ!


ჩვენს ცხოვრებაში უამრავი მომენტია, რაც ჩვენგან თავდაჯერებულობას და სიწყნარეს ითხოვს: საჯარო ლაპარაკი, მნიშვნელოვანი შეხვედრები, გასაუბრება და ასე შემდეგ.

საბედნიეროდ, არსებობს მეთოდები, რათა ამ სიტუაციებს წარმატებით გავუმკლავდეთ.

გთავაზობთ 3 მათგანს:

1. მიიღეთ გამარჯვებული პოზა და 2 წუთით ამ მდგომარეობაში გაჩერდით!

ცნობილი ფსიქოლოგი ემი ქადი გვირჩევს, რომ ძნელი დავალების წინ „სიძლიერის პოზა“ მივიღოთ. ეს შეგიძლიათ გააკეთოთ დილითაც, როცა გაიღვიძებთ, ლიფტში ან აბაზანაში სარკის წინ.

როგორ გამოიყურება ეს პოზა? გასწორდით, მხრები უკან გადაწიეთ, აწიეთ ნიკაპი და ფეხები მხრების დონეზე გაწიეთ. გრძნობთ ძალის მოზღვავებას? ამ პოზიციაში 2 წუთით გაჩერდით. ეცადეთ ისუნთქოთ ღრმად და რიტმულად. წარმოიდგინეთ, რომ ოლიმპიურ ჩემპიონატში გაიმარჯვეთ.

ექსპერიმენტების თანახმად ადამიანები, რომლებიც ამ მეთოდს იყენებენ, აქვთ უკეთესი შედეგი სხვებთან შედარებით. სხეულის ენა არა მარტო სხვებზე, არამედ თავად ჩვენზევე მოქმედებს.

2. წარმოიდგინეთ თქვენი მომავალი თავი

მომავლის საკუთარი თავის წარმოდგენა დაგეხმარებათ წარუმატებლობის შიშის გადალახვაში. ჰალ ჰერშფილდი მარკეტინგის ტექნოლოგიის მასწავლებელია. მან მოიწვია მოხალისეები და შექმნა მათი მომავალი პორტრეტები. სურათებზე მოხალისეები ასაკმომატებულები იყვნენ. ჰალმა ყველას უთხრა, რომ მომავალში ისინი წარმატებულები იქნებოდნენ. აღმოჩნდა, რომ ვინც საკუთარი მომავალი თავის სურათი ნახა ოჯერ უფრო სწრაფად მიაღწია წარმატებას, ვიდრე იმან – ვინც არ ნახა. აქედან გამომდინარე, როცა ჩვენს მომავალ თავს წარმოვიდგენთ, ვცდილობთ უფრო სწრაფად ვიაროთ წარმატებისკენ.

3. უთხარით ცხოვრებას მადლობა

ახალდამწყებ ბიზნეს-მწვრთნელსა და მარტოხელა დედას ჯენა სკალიას პრობლემები მაშინ შეექმნა, როცა სამსახურიდან დაითხოვეს, განქორწინდა და უამრავი ვალი დაედო. პრობლემების გადასაჭრელად, მან გადაწყვიტა გაევლო ონლაინ კურსები პერსონალურ განვითარებაში. ასევე შეესრულებინა გარკვეული დღიური სავარჯიშოები. ეს მას პირად ცხოვრებაშიც დაეხმარა და ბიზნესშიც.

„ჩემი ყოველდღიური ვარჯიში იყო ის, რომ ყველაფრისთვის მადლობა მეთქვა. ყოველ ღამე მე ვიხსენებდი იმ არაჩვეულებრივ რაღაცებს, რაც მე ოდესმე მინახავს. მეორე დღეს კი მადლობას ვამბობდი. მაგალითად, იმის მაგივრად რომ მეთქვა „ მე მინდა მყავდეს ორი ახალი კლიენტი ამ თვეში“, მე ვამბობდი : „ მე მადლობელი ვარ, რომ მყავს 2 კლიენტი ახლა“.

როდესაც ჩვენ ვართ მადლობელი რაღაცის, ჩვენ ვფიქრობთ პოზიტიურად და ვგრძნობთ დიდი ენერგიას სხეულში.