20 რაღაც, რაც 30 წლის ასაკში უნდა გააკეთოთ. რჩევები გამოცდილი ადამიანებისგან!


საიტმა Quora პატარა კვლევა ჩაატარა. ისინი თხოვდნენ 50 წლის ადამიანებს რჩევა მიეცათ 30 წლის ადამიანებისთვის. კითხვა გასაგები იყო: რა უნდა გააკეთოს 30 წლის ადამიანმა ბედნიერებისთვის. პასუხები იყო მარტივი, მაგრამ ძალიან ჭკვიანური. აი რას გვირჩევენ გამოცდილი ადამიანები:

1. არ მოწიოთ! თუ დაიწყეთ, შეწყვიტეთ სასწრაფოდ. „თუ ახლა მხედავთ, მე დაჩოქილი გევედრებით, შეწყვიტოთ მოწევა“,- წერს ერთ-ერთი ადამიანი. ის ძვირი ღირს, ცუდი სუნი აქვს და 100 %-ით აუარესებს ჯანმრთელობას. დროა, თავი დაანებოთ.

2. გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი. ვის სურს ჰქონდეს ნაოჭები და მზისგან დაზიანებული კანი? მაშინ ახლავე დაიწყეთ დამცავი კრემის გამოყენება.

3. დაიწყეთ ფულის შეგროვება. დიახ, ეს მოსაწყენი რჩევაა, მაგრამ – მართალი. 30 წლის ადამიანს აქვს ის შემოსავალი, საიდანაც შეუძლია ცოტაოდენი თანხა გადაინახოს. ეს აუცილებლად გამოგადგებათ თქვენც და თქვენს ოჯახსაც.

4. გამოასწორეთ ნათესავებთან და მშობლებთან ურთიერთობა. მიუხედავად იმისა, თუ რა დაძაბული ურთიერთობა გაქვთ ოჯახთან, ეცადეთ, ეს გამოასწოროთ. ადრე თუ გვიან გაიგებთ, რომ ოჯახი ყველაზე ძვირფასი რაღაცაა, რაც კი ოდესმე გქონიათ.

5. შეაგროვეთ მოგონებები საგნების ნაცვლად. ისინი არ იწვიან ცეცხლში და არ უფასურდებიან.

6. გაეცით… გაეცით მთელი სულით, გულითა და მონდომებით. არ ელოდოთ დაბრუნებას.

7. მიყევით სპორტს. დანერგეთ ეს ჩვევა ახლავე. 50 წლის ასაკში უფრო მეტად ჯანმრთელი იქნებით.

8. მიეცით ყველაფერს შინაარსი რაც გაქვთ. მერწმუნეთ, ბედნიერება ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე გლობალური წარმატება. მიეცით ყველაფერს შინაარსი და უფრო მეტად ბედნიერი ცხოვრება გექნებათ.

9. არ გადადოთ გეგმები. სახლის ყიდვა გინდათ? ბავშვების ყოლა გსურთ? წიგნის დაწერა გინდათ? კარიერის შეცვლაზე ფიქრობთ? მუსიკალური ინსტრუმენტის დაკვრაზე ოცნებობთ იქნებ? დაიწყეთ ეს ყველაფერი დღესვე და არ გადადოთ ხვალისთვის.

10. იძინეთ ნორმალურად. დასაძინებლად ერთი და იმავე დროს დაწექით და ერთი და იმავე დროს გაიღვიძეთ.

11. მოუარეთ კბილებს. ეს პრობლემები დროთა განმავლობაში რთულდება. დაგჭირდებათ მრავალი დროის გამყვანი და ძვირიანი ნივთები. დამიჯერეთ, ეს მტკივნეულია.

12. იყავით ცნობისმოყვარე. გადით სახლიდან და რამე თავგადასავალი მოიძიეთ. გადაიღეთ ბევრი სურათი, გარისკეთ… ამით მრავალი მოგონება დაგიგროვდებათ. სიბერეში კი ბედნიერად გაიხსენებთ.

13. შეწყვიტეთ არაჯანსაღი საჭმლის ჭამა. თქვენ შეიძლება ბევრი ფული 20 წლის ასაკშიც იშოვოთ, 30 წლის ასაკშიც და ა.შ. მაგრამ ჯანმრთელობას ვერასოდეს იყიდით. ამიტომ შეწყვიტეთ არაჯანსაღი საკვების ჭამა.

14. წაიკითხეთ სულ ცოტა 10 წიგნი წელიწადში. თქვენი ტვინი ზრდას არასოდეს წყვეტს.

15. ისწავლეთ მედიტაცია. მისი უპირატესობები დაუთვლელია…

16. იმოგზაურეთ იმდენი, რამდენიც შეგიძლიათ. მოგზაურობა თქვენ შეგცვლით. მრავალი რისკი და თავგადასავალი გელოდებათ წინ. არ უნდა შეშინდეთ. ეს ხომ ინსპირაციაა…

17. არ შეადაროთ თქვენი თავი სხვას. იპოვეთ თქვენი გზა. იყავით ძლიერი.

18. აწარმოეთ დღიური.
თქვენ ძალიან ბევრი ძვირფასი მოგონება შეიძლება დაგავიწყდეთ. ნაწერი კი ამას ყოველთვის გააცოცხლებს.

19. თავს კარგად გრძნობთ. გამოყავით დრო მათთან ყოფნისთვის.

20. იყიდეთ საკუთარი სახლი. ეს, რა თქმა უნდა, ადვილი არ არის. მაგრამ როდესაც იცით, რომ დამღლელი დღის შემდეგ წასასვლელი და დასასვენებელი ადგილი გაქვთ, დამიჯერეთ, ძალიან მაგარი გრძნობაა.