18 ყველაზე ძვირადღირებული კატის ჯიში! ფისომოყვარულებს დაგაინტერესებთ!


preview-6660910-1200x630-99-1473922621

კატის 250-ზე მეტი ჯიში არსებობს. ზოგი ბეწვიანია, ზოგი – უბეწვო, ზოგს მოფერება უყვარს, ზოგი კი ზედაც არ მიგიკარებთ. რაც ამ კატებს აერთიანებთ, მათი სილამაზეა.

დღეს ჩვენ შემოგთავაზებთ ყველაზე ძვირადღირებულ კატის ჯიშებს!

ნორვეგიული ტყის კატა

ამ კატის წინაპრები ვიკინგებმა 2000 წლის წინ მოიშინაურეს. ის უძლებს ყინვას და არის არაჩვეულებრივი მონადირე. კნუტის ფასი $600-დან $3,000-მდე მერყეობს.

ჰიმალაური ჯიშის კატა

ამ ჯიშის კატა სპარსულ კატას წააგავს. თუმცა მათი განსხვავება ცისფერი თვალებითაა შესაძლებელი. ეს ჯიში 1950 წელს ამერიკაში გამოიყვანეს. ჰიმალაური ჯიშის კატები არიან ნაზები, თბილები და მეგობრულები. კნუტი $500-დან $1,300-მდე ღირს.

შოტლანდიური ფოლდი

შოტლანდიური ფოლდი სხვა კატებისგან იმისთ განსხვავდება, რომ მას თავისი საყვარელი ყურები “ჩამოკიდებული” აქვს. ეს გენეტიკური მუტაციის შედეგია. ეს კატები ძალიან ჭკვიანები არიან. ისინი კარგად უგებენ ოჯახის წევრებს და სულ თამაში სურთ. კნუტის ფასი მერყეობს $200-დან $1,500-მდე.

პეტერბოლდი

პეტერბოლდს პეტერბურგის სპინქსსაც ეძახიან. ეს ჯიში რუსეთში 1994 წელს გამოიყვანეს. ამ ელეგანტურ კატებს გამხდარი ტანი, წაგრძელებული თავი და ფართო ყურები აქვთ. ისინი ძალიან მეგობრულები და სოციალურები არიან. ამ უცნაური ფისოს ფასი $400-დან $1,200-მდე მერყეობს.

ეგვიპტური მაუ

ამ კატების გარეგნობა 3000 წლის განმავლობაში იცვლებოდა, თითქმის ანტიკური ეგვიპტის შემდეგ. მათ არა მარტო დაწინწკლული ბეწვი, არამედ დაწინწკლული კანი აქვთ. მათი პატრონი რომ გახდეთ, $500-დან $1,500-მდე გადახდა მოგიწევთ.

მეინ კუნი

მეინ კუნი ერთ-ერთი ყველაზე დიდი კატაა მთელ მსოფლიოში. მისი წონა 5-იდან 15 კილოგრამამდე მერყეობს, სიმაღლემ კი 1.23 მეტრსაც კი შეიძლება მიაღწიოს. ისინი საყვარელი და თამაშის მოყვარული კატები არიან.

ლაპერმი

ეს ყველაზე უცნაური ჯიშია, რომელიც ამერიკაში 1980-იან წლებში გამოჩნდა. მათ ხვეული ბეწვი აქვთ და ნაკლებად ალერგიულები არიან. ამიტომ ის საუკეთესოა იმ ოჯახებისთვის, რომელთა პრობლემაც ალერგიაა. ხვეული “ბურთის” ფასი $200-დან $2,000-მდე მერყეობს.

რუსული ცისფერი

ეს ყველაზე პოპულარული მოკლებეწვიანი ჯიშია მთელ მსოფლიოში. მის შესახებ ცნობილი 1893 წელს გახდა. არსებობს ასეთი რწმენაც, რომ ამ კატას იღბალი მოაქვს. ამ იღბლიანი სიყვარულის ყიდვა $400 -დან $2,000-მდე შეგიძლიათ.

სერენგეტი

ამ ჯიშის ისტორია კალიფორნიაში 1994 წელს იწყება.  სერენგეტის წონა საშუალოდ 8 კილოგრამიდან 12 კილოგრამამდეა. მათ აქვთ დაწინწკლული ბეწვი, დიდი ყურები და ძალიან გრძელი ფეხები. ამ სილამაზის შეძენა $600-დან $2,000-მდე შეგიძლიათ.

ელფი

ეს ჯიში ამერიკაში 2006 წელს გამოიყვანეს. ისინი წარმოუდგენლად მეგობრულები, ჭკვიანები, ცელქები, საინტერესოები და ერთგულები არიან. ამ მრავალფუნქციური კატის შეძენისთვის სულ რაღაც $2000 დაგჭირდებათ.

ტოიგერი

ეს დიდი კატუნია თავისი ლამაზი ბეწვის მეშვეობით ვეფხვს მოგაგონებთ. მისი სახელიც კი ამ ცხოველის სახელს ჰგავს. ჯიშის შემქმნელის იდეა იყო ის, რომ შთაეგონებინა ადამიანები ველურ ბუნებაში მყოფი ვეფხვების დაცვის შესახებ. ეს შთაგონება $500-დან $3,000-მდე ღირს.

გრძელბეწვიანი ამერიკული კერლი

ეს ჯიში კალიფორნიაში 1981 წელს გამოიყვანეს. პატარა კნუტები უკვე მოზრდილ კატებს ჰგვანან. აცქვეტილყურება სიხარული $1,000-დან $3,000-მდე ღირს.

ბენგალური კატა

ეს კატა აზიური ლეოპარდული კატისა და შინაური კატის ნაჯვარია. გაგიკვირდებათ და ამ კატებს ცურვა უყვართ. მათი წონა 4-8 კილოგრამამდე მერყეობს. გსურთ გყავდეთ მინი-ლეოპარდი ოჯახში? მაშინ დაახლოებით $1,000-დან $4,000-მდე უნდა გქონდეთ.

საფარი

ეს კატის ჯიში ამერიკაში 1970 წელს შეიქმნა ლეიკემიის შესასწავლად. საშუალო კატა 11 კგ-ს იწონის. მისი ფასი $4,000 -დან $8,000-მდე მერყეობს.

კაო მანი

ანტიკურ სიამში ამ კატის პატრონებად სამეფო ოჯახის წევრები გვევლინებოდნენ. ის გახლავთ სიყვარულის, ჯანმრთელობისა და დღეგრძელობის სიმბოლო.

ჩაუსი

ეს უიშვიათესი კატის ჯიშია. ის შინაური და ველური კატის შეჯვარებით მიიღეს. ისინი სოციალური ცხოველები არიან და მარტოობა ეძნელებათ ხოლმე. ის ყველასთან ბედნიერი იქნება, ძაღლთანაც კი. ამ კრუტუნას შეძენა $8,000-დან $10,000-მდე შეგიძლიათ.

კარაკალი

კარაკალი გადაშენების პირასაა. ამიტომ მისი ფასიც ძალიან დიდია – $7,000-დან $10,000-მდე.

სავანა

აფრიკული სერვალისა და შინაური კატის შეჯვარებით, ეს ულამაზესი ჯიში წარმოიქმნა. ისინი უდიდესი კატები არიან. საშუალოდ ისინი 15 კგ-ს იწონიან. ეს კატა ცნობილია თავისი ინტელექტით, აქტიურობითა და ცნობისმოყვარეობით. მათ უყვართ აბაზანის მიღება, სეირნობა და ბევრი თამაში. უდიდესი კატისთვის ბევრი ფულიც დაგჭრირდებათ, დაახლოებით $4,000-დან $22,000-მდე.