15 იდეა გამომშრალი ტუჩების დასატენიანებლად! აუცილებლად დაგაინტერესებთ…


ზამთარი დამღლელი შეიძლება იყოს სხვადასხვა მიზეზის გამო: ცივა, ბნელა, თოვს. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებსაც ეს ყველაფერი ძალიან უყვართ. მათ უყვართ სიცივე, გრძელი ღამეები და თეთრი პეიზაჟი, თოვლის მერე.
მაგრამ არის ერთი პატარა რაღაც, რაც ზამთარში ხდება და რასაც ვერავინ ვერ იტანს – გამომშრალი, დახეთქილი, აქერცლილი ტუჩები.
საბედნიეროდ, არსებობს ის საშუალებები, რითაც შეგვიძლია დავიცვათ ჩვენი ტუჩები ზამთრის სიმკაცრისგან.

1) სახის დაბანამდე წაისვით ტუჩის ბალზამი.

თქვენი სახის გამწმენდი შეიძლება აშრობდეს თქვენსავე ტუჩებს. რომ დაიცვათ ისინი, გამოიყენეთ ტუჩის ბალზამი სახის დაბანამდე.

2) გამოიყენეთ ნუშის ზეთი

ნუში სუპერ-დამატენიანებელია, ასევე მდიდარია ვიტამინ A და ვიტამინ E-თი. წაისვით ხოლმე ნუშის ზეთი ყოველღამე.

3) დამატენიანებელში მოათავსეთ სახე

სპეციალური დამატენიანებელი შეუწყობს თქვენი ტუჩების დატენიანებას ხელს, მაგრამ ეს უკანასკნელი თუ არ გაქვთ შეგიძლიათ ცხელი წყლის ორთქლს შეუშვიროთ სახე.

4) კიტრი ჩვენი მეგობარია

კიტრის ნაჭერი არა მხოლოდ შეშუპებას აცხრობს, არამედ გამომშრალ ტუჩებსაც ატენიანებს

5) ტუჩების პილინგი

ზედმეტი კანის – მკვდარი უჯრედბის ტუჩებიდან მოსაშორებლად, სცადეთ ტუჩის პილინგი. იცოდით, რომ ტუჩები ყველაზე მგრძნობიარე ადგილია მთელს სახეზე? ამიტომ ამ პროცედურის განმეორება ხშირად, რეკომენდებული არ არის. თუ თქვენ ძალიან ნაზი ან დახეთქილი ტუჩები გაქვთ სკრაბი და რბილი კბილის პასტა გამოიყენეთ.

6) არ გაილოკოთ ტუჩები

გამომშრალი ტუჩების ლოკვა არ სცადოთ არასოდეს, რადგან ნერწყვში არსებული ფერმენტები, რომელიც საჭმლის გადამუშავებისას გამოიყოფა, აშრობს ტუჩებს უფრო მეტად.

7) ისუნთქეთ ცხვირით

ტუჩებს აშრობს პირიდან სუნთქვაც, ამიტომ ეცადეთ უფრო ხშირად ცხვირით ისუნთქოთ.

8) არ აწვალოთ

თუ თქვენ გაქვთ ტუჩებზე ქერცლი , ეცადეთ , რომ არ ჩამოიშოროთ, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი და სისხლდენა.

9) გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი

მზე, როგორც კანს აშრობს, ისე აშრობს ტუჩებსაც, ამიტომ იხმარეთ მზისგან დამცავი კრემი.

10) ცვილი ჩვენი მეგობარია

ტუჩების ბალზამი ცვილით იცავს თქვენს ტუჩებს და ისინი ხდება რბილი და პრიალა.

11) დალიეთ ბევრი წყალი

თუ თქვენი ორგანიზმი შიგნიდან ჰიდრატირებულია, ეს გარედანაც ასე იქნება. ბევრი წყლის დალევა კი არამარტო ტუჩებს არამედ მთელი ორგანიზმისთვის სასარგებლოა.

12) დაუკვირდთ, რას მიირთევთ

თუ თქვენი ტუჩები მგრძნობიარეა, ციტრუსი , მარილიანი ან მჟავე საჭმელი მათ უფრო აღიზიანებს.

13) თბილად ჩაიცვი

შემოიხვიეთ შარფი ცხვირზე და ტუჩები , რათა დაიცვათ ისინი სიცივისა და ქარისგან.

14) წაისვით ცერამიდების ბალზამი

თუ თქვენი ტუჩები არის ძალიან დახეთქილი, გამოიყენეთ ბალზამი ცერამიდებით. ეს ქიმიკატები სუპერ-დამატენიანებელია.

15) იყავი მბრწყინვალე

თუ თქვენ მაკიაჟს ატარებთ , სცადეთ მბზინვარე ტუჩსაცხი, მანამდე კი ტუჩის კონდიციონერი წაისვით.

ასევე დაგაინტერესებთ: როგორ გავილამაზოთ ტუჩები სახლის პირობებში? ეს ყველა მანდილოსანს გამოადგება