13 რჩევა თმის სილამაზის შესანარჩუნებლად! იცოდით, რომ თმა ყოველდღე არ უნდა დაიბანოთ?


უამრავი ქალი თმის გასაჯანსაღებელ პროდუქტებზე უამრავ ფულს ხარჯავს. დროა ხმამაღლა და გარკვევით გითხრათ, რომ ძვირიანი შამპუნები და ბალზამები საკმარისი არ არის!

ჩვენ შემოგთავაზებთ იაფ იდეებს, რომლებიც თქვენს თმას დაზიანებისგან დაიცავს!

დააბალანსეთ დიეტა

ჩვენი თმის ჯანმრთელობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რას ვჭამთ! ადამიანის თმა შეიცავს პროტეინების 65 %-ს, ამიტომ აუცილებელია მივირთვათ ისეთი მაღალცილოვანი საკვები, როგორებიცაა: მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, ლობიო, უცხიმო თევზი, ზღვის პროდუქტები და თეთრი ხორცი – აი რა იქნება იდეალური.

თავის კანზე ქოქოსის ზეთი შეიზილეთ

დამტკიცებულია, რომ მასაჟი გვეხმარება ნორმაში მოვიყვანოთ სისხლის ცირკულაცია. ამისთვის კი ქოქოსის ზეთი საუკეთესოა. ეს უკანასკნელი შეიცავს უამრავ მინერალსა და ვიტამინს, რომელიც კანს კვებავს. ასევე ის თმის კონდიციონერის ნატურალური ალტერნატიული ვარიანტია.

შეისწორეთ თმა რეგულარულად

ეს შეიძლება არალოგიკურად ჟღერდეს, მაგრამ რაც უფრო ხშირად შეიჭრით თმას, უფრო უკეთესი გაგეზრდებათ. რეგულარული შეჭრის გარეშე თმის ბოლოები თხელდება და იყოფა. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გეუბნებით, რომ თმა მოკლედ უნდა შეიჭრათ, მაგრამ რეგულარულად რამდენიმე სანტიმეტრის მოჭრა კარგი იდეა იქნებოდა.

არ დაიბანოთ თმა ხშირად

ზოგი ქალი ფიქრობს, რომ ლამაზი თმისთვის ყოველდღე შამპუნით დაბანაა საჭირო. ეს ტყუილია! მსგავსი ქცევა იწვევს იმ აუცილებელი ეთერზეთების დაკარგვას, რომელიც თმას დეჰიდრაციისგან იცავს. ამის თავიდან ასაცილებლად თმა კვირაში 3-4-ჯერ დაიბანეთ.

მოერიდეთ ზედმეტ დავარცხნას!

ხშირი დავარცხნა ასევე გავრცელებული მითია. რა თქმა უნდა, ეს უკანასკნელი კარგია თავის კანის სტიმულირებისთვის, მაგრამ თუ ზედმეტი მოგივიდათ, ეს თმის ცვენას გამოიწვევს. დარწმუნდით, რომ ყოველდღე 5-10 წუთზე მეტს არ დაივარცხნით.

სტრესის დონის შემცირება

არ გშველით არანაირი რჩევა და თმის ძვირადღირებული პროდუქტები? მაშინ ეს ყველაფერი სტრესს უნდა დავაბრალოთ. ნერვული დაძაბულობა იწვევს თმის ცვენას და შეთხელებას.

შეცვალეთ ბალიშისპირები

თუ თქვენ გსურთ მოკლე დროში გრძელი და ლამაზი თმა გაგეზარდოთ, ყველა ხერხი სცადეთ. მაგალითად, შეცვალეთ ჩვეულებრივი ნაჭრის ბალიშისპირები აბრეშუმისათი. ეს დაგეხმარებათ შეამციროთ თმის ცვენა.

მიიღეთ ვიტამინები

ბევრი ჩვენგანისთვის საჭმელი ვიტამინების საბადოა. სამწუხაროდ, ამას ყოველი ჭამის დროს ვერ ვიღებთ. თმა ჯანსაღი რომ იყოს, მიიღეთ ვიტამინების წამლები და ტაბლეტები. არ დაგავიწყდეთ მანამდე ექიმთან გაიაროთ კონსულტანცია.

სცადეთ თმის ნატურალური ნიღბები

თმის ნატურალური ნიღბების უამრავი ტიპი არსებობს, რომლის გაკეთება სახლშიც შეგიძლიათ. ამგვარი ნიღბები თმას ატენიანებს, ხდის რბილს და მბზინვარეს. გირჩევთ გამოიყენოთ შემდეგი ინგრედიენტები: ხახვის წვენი, ქოქოსის რძე, თაფლი, ლიმონი, ავოკადო და ზეითუნის ზეთი.

არ დაგავიწყდეთ ქუდის ტარება

თმის დაცვის ყველაზე მარტივი საშუალება ქუდია. ის იცავს თმას დამტვერიანებისგან, ქარისგან, წვიმისგან და მზისგან.

დალიეთ ბევრი წყალი

წყლის დალევა მთელი ორგანიზმისთვის არაჩვეულებრივია. ის განდევნის ტოქსინებს და სხეულის ფუნქციები ნორმაში მოჰყავს. თმის სიჯანსაღე კი სხეულის ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული.

არ შეიხვითო თმა პირსახოცში

ეს მეთოდი თმას ზიანს აყენებს. სველი თმა სუსტია და მალე მტვრევადი.

გამოიყენეთ მაღალი ხარისხის თმის საღებავები

თმის საღებავების უმეტესობა ამონიუმს შეიცავს. ის თმას დიდ ზიანს აყენებს: იწვევს თმის ცვენას და დეჰიდრაციას, აზიანებს თმის ფოლიკულებს.

არ დაიბანოთ თმა ცხელ წყალში

მოერიდეთ ცხელ წყალს იმ დროს, როცა თმას იბანთ. ეს უკანასკნელი აშრობს და ამტვრევს თმის ბოლოებს.