12 ჭკვიანური იდეა, რომელიც საჭმლის კეთების დროს დაგეხმარებათ!


სწორი რეცეპტი არ არის იმისთვის საკმარისი, რომ გემრიელი საჭმელი მოვამზადოთ. ეს ხო მხოლოდ ინგრედიენტებზე არ არის დამოკიდებული. შემოგთავაზებთ რამდენიმე ჭკვიანურ ხრიკს.

1. ხორცის ხშირი ამობრუნება მის ნაჭერს მშრალს და უგემოვნოს ტოვებს. ის უნდა ამოაბრუნოთ მაშინ, როცა ამის დროა. ამის გასაგებად უბრალოდ ტაფა შეარხიეთ. თუ ხორცი მარტივად „სრიალებს“, მაშინ გადაბრუნების დრო ყოფილა.
2. საჭმლის შეწვა ზეითუნის ზეთში დიდი შეცდომაა. მაღალ ტემპერატურაზე ის ბოლს უშვებს, რაც აფუჭებს გემოს და საჭმელი ნაკლებად ჯანსაღი ხდება.

3. ნელა ჩააგდეთ კვერცხი ცივ წყლიან ჭიქაში. ახალი კვერცხი„ფსკერზე“ ჩაიძირება. თუ ის წყლის შუაში გაჩერდა, 2-3 კვირის კვერცხი ყოფილა. თუ კი კვერცხმა ტივტივი დაიწყო, იცოდეთ, რომ მისი ჭამა არ შეიძლება.
4. არ შეიძლება იმწამსვე გამზადებული საჭმელი მიირთვათ. დაიცადეთ ცოტა ხანი, რათა საჭმელს გემო და არომატი გაუჯდეს.

5. ლიმონის ნაჭრები გრილს და თევზს შუაში დაუმატეთ. საჭმელი არაჩვეულებრივად არომატული გამოვა.

6. თუ გინდათ, რომ კარაქი მალე დარბილდეს, მარტივი ხრიკი გამოიყენეთ: წყლიანი ჭიქა მიკროტალღურ ღუმელში შედგით. ცოტა ხანი დაიცადეთ. გადაასხით წყალი და ჭიქა კარაქის ზევიდან მოათავსეთ. ჭიქის ქვეშ კარაქი რამდენიმე წუთში გალღვება.
7. ღვინო ახალია მის გახსნიდან მხოლოდ რამდენიმე დღის განმავლობაში.
8. როცა ღუმელში საჭმელს აცხობთ, გამოღებამდე 5 წუთით ადრე ყველი დაუმატეთ. სხვა შემთხვევაში მისი დაღეჭვა ძალიან გაგიჭირდებათ.

9. დასაჭრელი დაფის ქვეშ სამზარეულოს პირსახოცი დადეთ, ამით თავს სრიალისგან აირიდებთ.
10. კარტოფილი მხოლოდ თბილ რძეს აურიეთ. ცივ რძეში ის ნაცრისფერი გახდება.

11. თუ გჭირდებათ ბევრი კვერცხის მოხარშვა, არ დაიწყოთ წყლის დუღება დიდ ქვაბში. უბრალოდ მოამზადეთ ისინი ღუმელში.
12. თუ მაიონეზი არ გაქვთ, შეგიძლიათ 1 კვერცხი 150 მლ ზეითუნის ზეთში აურიოთ.