11 დაუჯერებელი, მაგრამ ფანტასტიკური ხერხი კბილის პასტის გამოყენების შესახებ!


კბილის პასტა ჩვენი კბილების ჯანრმთელობისა და სითეთრისთვის აუცილებელი რაღაცაა. მაგრამ იცით, რომ მისი გამოყენება სხვადასხვა გზით შეგიძლიათ?

1) ვერცხლს მბზინვარება კბილის პასტის დახმარებით დაუბრუნეთ.

2) ავტომობილის ფარის გაწმენდა კბილის პასტის საშუალებით შეგიძლიათ. დაუჯერებელია, მაგრამ თანამედროვე კბილის პასტა შეიცავს მაპრიალებელ ნივთიერებას.

3) ცოტაოდენი კბილის პასტა ქსოვილს წაუსვით და გადაწმინდეთ პიანინოს კლავიშები.

4) ფეხსაცმელი, რომელსაც თეთრი ძირი აქვს, გაწმინდეთ კბილის პასტით. ის ამგვარად მარტივად გასუფთავდება.

5) საცურაო სათვალეს თუ შიგნიდან კბილის პასტის თხელ ფენას წაუსვამთ, შემდეგ ჩამორეცხავთ, ის წყლის ქვეშ აღარ დაიორთქლება.

6) ხის ზედაპირიდან ლაქების მოშორება კბილის პასტის საშუალებით შეიძლება! უარი უთხარით ქიმიურ საშუალებებს!

7) იცოდით, რომ კბილის პასტას ტანსაცმლიდან ლაქებიც ამოჰყავს? ეს ნებისმიერი რამ შეიძლება იყოს: ტუჩსაცხი მაისურზე ან სოუსის ლაქა ხელსახოცზე. ამ ლაქებს ცოტაოდენი კბილის პასტა წაუსვით, შეაზილეთ, ცოტა ხნის შემდეგ კი გარეცხეთ. ეს საშუალება ფერად ტანსაცმელზე არ სცადოთ!

8) ონკანს ძველი მბზინვარება ჩვეულებრივი კბილის პასტის საშუალებით დაუბრუნეთ. ეს უკანასკნელი ქსოვილს წაუსვით და ონკანი ამ ფორმით გაწმინდეთ.

9) ასევე ამ საშუალების გამოყენება შეგიძლიათ უთოს ზედაპირის გასაწმენდად.

10) კბილის პასტას შეუძლია თქვენი ფრჩხილებიდან ჭუჭყი ამოიყვანოს.

11) თუ თქვენი მობილური ტელეფონის ეკრანი გაიკაწრა, კბილის პასტა ქსოვილზე დაიტანეთ და მას გადაუსვით. შემდეგ კი ეკრანი გაამშრალეთ.