10 წესი რაც ჯანსაღ კვებაზე გაგიგიათ, დაივიწყეთ! აი რა არის სწორი!


ვინც საკუთარ ორგანიზმს უფრთხილდება, ცდილობს, რომ ზიანის მომტანი საჭმელი ჯანსაღი საკვებით ჩაანაცვლოს. ბოლოს კი ისე ხდება, რომ ჩანაცვლებული საჭმელი სულაც არ აღმოჩნდება ხოლმე სასარგებლო ჩვენი ორგანიზმისთვის.

დაფასოებული ვაშლის წვენი კოკა-კოლის ჯანსაღი შემცვლელია

ვაშლის წვენი იმდენად “უდანაშაულოდ” გამოიყურება, რომ ჩვენ მარტივად გვჯერა, რომ ის უფრო ჯანსაღია, ვიდრე კოკა-კოლა. სინამდვილეში კი ვაშლის წვენი მეტად კალორიულია, ვიდრე კოკა-კოლა.

ნედლი ბოსტნეული უფრო ჯანსაღია, ვიდრე დამზადებული

იცოდით, რომ ზოგი მოხარშული ბოსტნეული უფრო სასარგებლოა, ვიდრე ნედლი? მაგალითად, მოხარშული სტაფილო შეიცავს მეტ კაროტინოიდს, როცა მოშუშული პომოდორი ბევრად მეტ ლიკოპინს გამოიმუშავებს (ეს უკანასკნელი კი ჩვენი ჯანმრთელობისთვის კარგია).

სუშის ჭამა ნებისმიერი დიეტის დროს შეგიძლიათ

ვინც ფიქრობს, რომ დიეტის დროს სუშის ჭამა შეუძლია, მწარე ცდება. როგორც ჩანს, ეს უკანასკნელი შეიცავს მეტ ნახშირწყლებს, ვიდრე ბურგერი.

სოიოს სოუსი მარილის ჯანსაღი შემცვლელია

დიეტოლოგები სოიოს სოუსის წინააღმდეგნი არიან. თქვენი ერთი სტუმრობა ჩინურ რესტორანში იგივე იქნება, რაც რამდენიმე დღის განმავლობაში მარილის ყოველდღიური რაოდენობის მიღება.

თაფლი შაქრის ნაცვლად

ყველამ ვიცით, რომ შაქარი ბევრად მავნებელია ჩვენი ორგანიზმისა და ფიგურისთვის. ამიტომ საჭმელს სიტკბოს მისანიჭებლად თაფლს ვამატებთ ხოლმე. სინამდვილეში, ეს უკანასკნელი უფრო კალორიულია, ვიდრე შაქარი.

ჩირი საუკეთესო საჭმელია

ჩირის კეთების პროცესში ხილი თავისი ვიტამინებისა და ანტიოქსიდანტების 80 %-ს კარგავს.

პოპკორნი არაჯანსაღია

მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ცხელ ჰაერზე მომზადებული პოპკორნი სასარგებლოა. დიახაც, ის შეიცავს ორჯერ მეტ ანტიოქსიდანტს, ვიდრე რომელიმე ხილი ან ბოსტნეული. ყოველდღე ერთ ჭიქა პოპკორნს თუ შეჭამთ, კარგი იქნება.

ყველი დიეტის ყველაზე დიდი მტერია

ბევრისგან გაიგებდით, რომ ყველი არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჭამოთ დიეტის დროს, რადგან ის ბევრ ცხიმს შეიცავს. სინამდვილეში, ყველს აქვს ბევრად მეტი კალციუმი, ვიდრე სხვა პროდუქტებს.

ჯანსაღი ზეთი ნებისმიერ საჭმელს გემრიელს ხდის!

ზეითუნის ზეთი, გოგრის ზეთი და ა.შ. ჩვენ დაუფიქრებლად მათ საჭმლის კეთების დროს ვხმარობთ. მაგრამ იცით, რომ მათი გაცხელებისას ისინი საშიშ თავისუფალ რადიკალებს წარმოქმნიან?

უცხიმო პროდუქტი სასარგებლოა

დიეტის დროს თქვენ უცხიმო პროდუქტს ირჩევთ ხოლმე, მაგრამ თუ ფიქრობთ იმაზე, რომ ისინი ვიტამინების და საჭირო ელემენტების ნაკლებობას განიცდიან?