10 რჩევა პერსონალური ტრენერისგან, რომელმაც 70 კილოგრამი დაიკლო!


როცა ჯონ ბერნშტეინი 25 წლის იყო, ის 154 კილოგრამს იწონიდა. ჯონს დიეტამ არ უშველა, ამიტომ მან გადაწყვიტა გარკვეული ცვლილებები შეეტანა თავის ცხოვრებაში. ამის შემდეგ ის პერსონალური ტრენერი გახდა და ახლა სხვა ადამიანებს ეხმარება სწორი არჩევნის გაკეთებაში.

აი როგორ გამოიყურებოდა ჯონი ადრე და ახლა:

აი მისი რჩევებიც:

1) შეწყვიტეთ კალორიებს სმა!

სოდიანი წყალი, წვენი და ტკბილი ჩაი – აი რას უნდა მოერიდოთ! თუ ამ ჩვევას გაითავისებთ, სულ რაღაც სამ თვეში 22 კილოგრამს დაიკლებთ. ზოგჯერ ჩვენ ვერ ვხვდებით და დღეში 2 000 კალორიას ვსვამთ ხოლმე.

2) მოერიდეთ სწრაფი კვების ობიექტებს!

ამას ჯობს სახლში დამზადებული ჯანსაღი საკვები მიირთვათ!

3) გზაში ნაკლები დრო გაატარეთ.

ველოსიპედით სიარული რამდენიმე საათს დაგიზოგავთ და პლუს თქვენს ნერვებზე დადებითად იმოქმედებს.

4) ისწავლეთ გემრიელი საჭმლის კეთება.

ხშირად უყურეთ კულინარიულ შოუებს ინტერნეტსა თუ ტელევიზორში. ეს დაგეხმარებათ მოამზადოთ უგემრიელესი საჭმელები.

5) დააფასეთ ნატურალური საჭმელი

უმჯობესია აირჩიოთ ჯანსაღი და ნატურალური საკვები, რომელიც გემოვნებას განაახლებს და დაგეხმარებათ წონის დაკლებაში.

6) იყოლიეთ ძაღლი

დილით თქვენს საყვარელ ოთხფეხა მეგობართან ერთად სეირნობა არის არაჩვეულებრივი რაღაც, რაც ააჩქარებს მეტაბოლიზმს და ტვინის აქტივობას.

7) იყიდეთ ორგანული საკვები

შეიძლება ასეთი საკვები ძვირი ღირს, მაგრამ ის მაღალი ხარისხისაა.

8) ხორცის ხარისხზე ყურადღება აუცილებლად გაამახვილეთ.

უმჯობესია, თუ თქვენს რაციონში ბოსტნეულის რაოდენობას გაზრდით. თუ ახლა ხორცზე უარის თქმა არ შეგიძლიათ, მის ხარისხს ყურადღება აუცილებლად მიაქციეთ.

9) ის ურთიერთობები მიატოვეთ, რომელიც “გამძიმებთ”

ჯონი როცა თავის ცოლს დაშორდა, მან ახალი ცხოვრება დაიწყო – ჯანსაღი და განსაკუთრებული. არსებობს ისეთი ურთიერთობები, როცა დროა, რომ მათ ბოლო მოუღოთ.

10) შეიცვალეთ არა მარტო ფიზიკურად, არამედ მენტალურად

რათა ძველ წონას არ დაუბრუნდეთ, ივარჯშეთ და ჯანსაღი საკვები ჭამეთ.