10 რამ, რაც სახის კანზე უარყოფითად მოქმედებს. ასე ნაოჭები ყველაზე სწრაფად ჩნდება


_HDYOujC_kI

კოსმეტიკის ხშირი ცვლა კანზე საშინლად მოქმედებს. როდესაც კანზე ერთი შემადგენლობის კოსმეტიკა სხვით იცვლება ამან შესაძლოა ალერგია გამოიწვიოს.

სახის კანი თმის მოვლის საშუალებებისგან დაიცავით, რადგან მათ შემადგენლობაში ისეთი ნივთიერებებია, რომლებიც კანის ფორებს ხსნიან.

წარბების ხშირი კორექცია სახის კანზე უარყოფითად მოქმედებს. თმის ყოველი ღერის ამოღება მიკრო ჭრილობაა, ამიტომ პროცედურის შემდეგ აუცილებლად წაისვით ლოსიონი, რომელიც ჭრილობის წინაღმდეგ კარგად მოქმედებს.

კონდიციონერი სახის კანზე იმდენად ცუდად მოქმედებს, რომ ანაოჭებს მას. ამიტომ გირჩევთ, ხშირად წაისვათ დამატენიანებელი კრემი.

პასიური მწეველი აქტიურზე უკეთესი არაა. მოწევისას ყველა შემთხვევაში სახეზე ნაოჭები ჩნდება.

კვირაში რამდენიმე დღის განმავლობაში მაკიაჟზე უარი თქვით. მიეცით კანს იმის საშუალება, რომ ისუნთქოს.

ტუჩების მოვლა აუცილებელია. გამოიყენეთ შესაბამისი ტუჩსაცხი, რათა კანი არ დასკდეს და აიქერცლოს.

შიმშილი სახის კანზეც ისევე უარყოფითად მოქმედებს, როგორც კუჭზე. ის კანს ელასტიურობას აკარგვინებს.

მაკიაჟით ძილი სახის კანისთვის ნამდვილი კოშმარია. რის მერეც კანის გაღიზიანება, ბაქტერიები და გამონაყარი ხშირი შემთხვევაა.

სტრესი პიგმენტური ლაქების გაჩენის ერთ-ერთი მიზეზია. ამიტომ გირჩევთ თქვენს ნერვებს გაუფრთხილდეთ, ეს სახის კანზეც აისახება.

ასევე დაგაინტერესებთ: ბოლო დროის ყველაზე პოპულარული დიეტა, რომლითაც თვეში მინიმუმ 14 კილოს დაიკლებთ

loading...


მოგწონთ სტატია?
Send to a friend