10 რამ, რაც აუტანელ თავის ტკივილს იწვევს. ყურადსაღები ინფორმაციაა


თავის ტკივილის მიზეზი შესაძლოა ძალიან ბევრი რამ იყოს, მაგრამ ჩვენ გთავაზობთ 10 ყველაზე გამორჩეულ პრობლემას, რამაც შესაძლოა თავის აუტანელი ტკივილი გამოიწვიოს. 

საკვები – მარილიანი საკვები, მაგ. მარილიანი ყველი, მწარე შოკოლადი.

სხვადასხვა სასმელი – განსაკუთრებით ალკოჰოლური სასმელი, ის, რაც დიდი რაოდენობით კოფეინს შეიცავს. 

ზედმეტი წონა – დადგენილია, რომ ქალის მასის ინდექსის თუ 30-ზე მეტია, ხოლო კაცის შემთხვევაში 40-ზე მეტი მაშინ ადამიანს აწუხებს თავის ტკივილი. 

წამალი – ტკივილგამაყუჩებელი წამლის ხშირად მიღება გარკვეული დროის გასვლის შემდეგ თავის ტკივილს იწვევს. 


 
შიმშილი ან წყურვილი – ორივე შემთხვევა თავის ტკივილის გამომწვევი სერიოზული პრობლემაა. 

დაბინძურებული ჰაერი – სიგარეტის კვამლი, პარფიუმერიის სუნი ან რაიმე სხვა მძაფრი სუნი ხშირ შემთხვევაში იწვევს თავის ტკივილს. 

ფიზიკური დატვირთვა – ზოგიერთი ადამიანის ორგანიზმი ვერ უძლებს ფიზიკურ დატვირთვას და თავის ტკივილი ვითარდება. 

დიეტა – დიეტის დროს ადამიანის ორგანიზმი ვერ იღებთ საკმარისი რაოდენობით ცილებს და ცხიმებს და, შედეგად, თავის ტკივილი ამ დროს ხშირია. 

ყვავილის მტვერი – ზოგიერთი ადამიანისთვის ყვავილის მტვერი თავის ტკივილს იწვევს, ეს იმ შემთხვევაში ხდება თუ ადამიანს ალერგია აქვს. 

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემა – უძილობა, წნევის ცვალებადობა, ტვინის სიმსივნე და კიდევ მრავალი სხვა სერიოზული პრობლემა ხშირად თავის აუტანელი ტკივილით ხასიათდება. 

ასევე დაგაინტერესებთ: ამ ვიტამინის ნაკლებობა თავის ტკივილს და ანემიას იწვევს. სასარგებლო ინფორმაციაა