10 ფილმი, რომელიც ამ შემოდგომაზე გამოდის და კინოში წასვლას მოგანდომებთ!


შემოდგომა არაჩვეულებრივი დროა ლამაზი შარფებისთვის, სეირნობისთვის, კაკაოსთვის, პოეზიასა და ფილმებისთვის. ჩვენ შეგიგროვეთ 10 ახალი ფილმი, რომელიც აუცილებლად დაგაინტერესებთ.

ჯეისონ ბორნი
«Jason Bourne»

გამოდის: 1-ლი სექტემბერი
ვინ: მეთ დეიმონი, ალისია ვიკანდერი, ტომი ლი ჯონსი და ვენსან კასელი.
შემოდგომის კინომარაფონი ჯეისონ ბორნის ისტორიით გრძელდება. ის გაიზარდა. ამჟამად მისი მოწინააღმდეგები ტომი ლი ჯონსისა და ვენსან კასელის გმირები გვევლინებიან. ორივე ქარიზმატული და ჯიუტია. აუდიტორიას ელოდება ბევრი ჩხუბი, ცეცხლი და დრაივი.

«ბრიჯიტ ჯონსი 3»
«Bridget Jones’s Baby»

როდის: 15 სექტემბერი
ვინ: რენე ზელვეგერი, პატრიკი დემპსი, კოლინ ფიორტი და ემა ტომპსონი.
მეორე ნაწილის შემდეგ დიდი დრო გავიდა. ბრიჯიტმა კარიერა მოიწყო, დაშორდა მარკ დარსის. ის კვლავ აგრძელებს სასაცილო ისტორიების მოყვანას, მაგრამ ამჟამად მას სიცილისთვის არ სცალია – ბრიჯიტი ორსულადა.

«მის პერეგრინის სახლი უჩვეულო ბავშვებისთვის»
«Miss Peregrine’s Home for Peculiar Children»

როდის: 6 ოქტომბერი
ვინ: ევა გრინი, სამუელ ჯექსონი, ეისა ბატერფილდი.
წიგნი, რომლის მიხედვითაც ფილმია გადაღებული, ბესტსელერი გახლავთ. ეს ისტორია პატარა ბიჭზეა, რომელსაც ბაბუა ბავშვთა სახლის ბავშვებზე უყვებოდა ამბებს. ზოგ მათგანს ცეცხლის ხელში ჭერა შეეძლო, ზოგი უსიტყვოდ ურთიერთობდა სხვებთან და ზოგიც ჰაერში დაფრინავდა. ბაბუის გარდაცვალების მერე ბიჭი უცნაურ წერილს იღებს და თავგადასავლების საძიებლად მიემგზავრება.

«სინათლე ოკეანეში»
«The Light Between Oceans»

როდის: 8 სექტემბერი
ვინ: მაიკლ ფასბენდერი, ალისია ვიკანდერი და რეიჩელ ვაისი
ტომი ომიდან სახლში ბრუნდება და იზაბელს – ლამაზ გოგონას ხვდება. ორივე ერთად იწყებს ცხოვრების შეყვარებას. ახალგაზრდები კუნძულზე განმარტოვდებიან. ერთხელაც სანაპიროს ახალდაბადებული გოგონას ნავი მოუახლოვდება. წყვილი გადაწყვეტს ბავშვი იშვილოს. ეს გადაწყვეტილება დამღუპველი აღმოჩნდება.

«ფანტასტიკური არსებები და სად ვეძებოთ ისინი»

როდის: 17 ნოემბერი
ვინ: ეზრა მილერი, ედი რედმეინი, კოლინ ფარელი და ზოი კრავიცი.
ფილმის მოქმედება 70 წლით ადრე ხდება, სანამ ჰარი პოტერი ჰოგვორტსში მათ შესახებ წაიკითხავს. ჩვენ დაწვრილებით გავიგებთ მწერალი ნიუტა სკამანდერის ამბებს. ჯადოქრობის მოყვარულები ამ ფილმით გაიხარებთ.

«გოგონა მატარებელში»
«The Girl on the Train»

როდის: 27 ოქტომბერი
ვინ: ემილი ბლანტი, რებეკა ფერგიუსონი, ჰეილი ბენეტი
ფილმი ბესტსელერის მიხედვითაა გადაღებული. რეიჩელი ყოველდღე მატარებლით მგზავრობს. აქედან ის ფანჯრიდან ხედავს ბედნიერ წყვილს. მაგრამ ის ერთხელ დაინახავს, რომ ქალი სხვას კოცნის, შემდეგ კი უჩინარდება. გოგონა მატარებელში კი ისტორიის მთავარი კვანძი ხდება.

«დოქტორ სტრენჯი»
«Doctor Strange»

როდის: 3 ნოემბერი
ვინ: ბენედიქტ კამბერბეტჩი, ტილდა სვინტონი, მადს მიკელსენი, რეიჩელ მაკადამსი.
ისტორია ერთ ქირურგზეა. ის თავდაჯერებულია და ზედმეტადაც კი უყვარს თავისი სამუშაო. საშინელი ავტოკატასტროფა მის ცხოვრებას სრულად შეცვლის. მისი ხელები მგრძნობელობას კარგავენ. ამასთან ერთად მისთვის ცხოვრების აზრიც ქრება. კაცი მიემგზავრება ჯადოქართან.

«ინფერნო»
«Inferno»

როდის: 13 ოქტომბერი
ვინ: ტომ ჰენკსი, ფელისიტა ჯონსი.
ინფერნო გაგრძელებაა ფილმებისა „ და ვინჩის კოდი“ და „ანგელოზები და დემონები“. ამჯერად პროფესორი ლენდონი უპირისპირდება ორგანიზაციას, რომელსაც სასიკვდილო ვირუსის გავრცელება სურს. სამყაროს გადარჩენა შესაძლებელია მხოლოდ კოდის გამოცნობით, რომელიც დანტეს „ღვთაებრივ კომედიას” ეხება.

«ოდისეა»

როდის: 27 ოქტომბერი
ვინ: ლამბერ ვილსონი, ოდრი ტოტუ, პიერ ნინე
“ოდისეას” უკვე ყველაზე მასშტაბური სათავგადასავლო პროექტი უწოდეს ფრანგულ კინო ისტორიაში. ამბავი ცნობილ ნავიგატორ ჟაკ-ივე კუსტოს მოგზაურობაზე, თავგადასავლებსა და საიდუმლოებზეა.

«შესანიშნავი შვიდეული»
«The Magnificent Seven»

როდის: 22 სექტემბერი
ვინ: დენზელ ვაშინგტონი, კრის პრეტი, იტან ჰოუკი და ჰეილი ბენეტი.
ტრეილერი ვესტერნის მოყვარულებს 100 %-ით გაახარებს. აქ შეხვდებით ჩხუბს, ბრძოლას, ცუდ ბიჭებს. 7 ადამიანი იცავს პატარა ქალაქის მაცხოვრებლებს ბანდიტებისგან.

და თქვენ რა ფილმს ელოდებით შემოდგომაზე? გაგვიზიარეთ კომენტარებში!