10 ისტორია სიკეთეზე, რომელიც გულს აუცილებლად გაგითბობთ! არაჩვეულებრივია!


ადამიანი თავისი ქცევებით გამოიცნობა. როცა რამე კარგ საქმეს ჩავდივართ, ჩვენ არც მდიდრები ვხდებით და არც პოპულარულები, ჩვენ ბევრად მეტს ვიღებთ – ემოციებს, რომლებსაც ფულით ვერავინ ვერ იყიდის!

დღეს იმ 10 ისტორიას შემოგთავაზებთ, რომელიც გულს გაგითბობთ.

«სპარტაკი» — სიკეთის ჩემპიონი

ოთო ფიშერი 102 წლის კაცია. ის „სპარტაკის“ დიდი გულშემატკივარი გახლავთ. სამწუხაროდ, მარტში მოხუცი გაქურდეს. მის ბინაში უცნობი კაცი მივიდა, რომელიც ოთოს სოციალურ მუშაკად გაეცნო. როცა მოხუცი სტუმრისთვის წყლის გამოსატანად სამზარეულოში შევიდა, ახალგაზრდა კაცმა მისი ძვირფასეულობები აიღო და გაიქცა. ამის შესახებ სპარტაკის ფეხბურთელებმა გაიგეს და მოხუც გულშემატკივარს 500 000 რუბლი გადასცეს. ეს ყველაფერი არ არის. ფეხბურთელებმა ოთოს საშუალება მისცეს სიმბოლური დარტყმა განეხორციელებინა მნიშვნელოვანი მატჩის დასაწყისში.

სტილისტი და ადამიანი დიდი გულით

27 წლის ნაზირ სობხანი სტილისტად მუშაობს. 6 დღის განმავლობაში ის სალონში ემსახურება კლიენტებს, მე-7 დღეს კი ქუჩებში გადის და უსახლკაროებს ვარცხნილობას უფასოდ უკეთებს.

პატარა რაპუნცელი

ჰოლი კრისტენსენი – ონკოლოგიური საავადმყოფოს ყოფილი მედდაა. მან 3 წლის გოგონას პარიკი გაუკეთა. პატარას საშინელი დიაგნოზი დაუსვეს. ქიმიოთერაპიების გამო კი გოგონამ მთლიანად დაკარგა თმა. ამიტომ ჰოლიმ გადაწყვიტა მისი გამხიარულება და პარიკის ჩუქება. ახლა პატარა რაპუნცელს ჰგავს. ჰოლიმ ასევე გადაწყვიტა მოხალისეობრივი პროექტი შეექმნა, რის საფუძვლეზეც უამრავი პარიკი კეთდება პატარა პაციენტებისთვის.

სიყვარული

კონსტანტინ ხაბენსკიმ ერთგული ოთხფეხა მეგობარი ძაღლთა თავშესაფრიდან მოუვლელი და დაავადებული აიყვანა. კაცმა ის დაბანა, უმკურნალა და შეიყვარა. ღამით სინათლესაც კი უტოვებს, რადგან ცხოველს სიბნელის ეშინია.

გზა იხვებს!

ინგლისში გამოყოფილი ბილიკები გამოჩნდა უცნაურად ფეხით მოსიარულეებისთვის. ამიერიდან ლონდონის, ბირმინგემისა და მანჩესტერის იხვებს შეუძლიათ გამოყოფილ ბილიკებზე თავისუფლად იმოძრაონ.

შვლის ნუკრს გადამრჩენლის მიტოვება არ უნდოდა

.2 შვლის ნუკრი ლიტველი ტურისტი დარიუს სასნაუსკასის ეზოში დაიბადა. სამწუხაროდ, ერთმა მათგანმა ფეხი მოიტეხა და თავის ოჯახს ვერ დაეწია. დარიუსმა გადაწყვიტა ცხოველს დახმარებოდა, წაიყვანა სახლში და მოუარა. შვლის ნუკრს კი გადამრჩენლის მიტოვება არ უნდოდა.

ექიმი

პატარა ბავშვებს არა მარტო ოპერაციის არამედ იმისაც ეშინიათ, რომ უცხო ადამიანთან მოუწევთ მარტო დარჩენა. ჩინეთში 2 წლის გოგონას გულის ოპერაცია უნდა გაეკეთებინა. ის შეშინებული და ატირებული იყო. კარდიოქირურგმა გოგონა აიყვანა, ჩაეხუტა და თავის ტელეფონში მულტფილმები ჩაურთო.

როცა სიცოცხლე ყველაზე მთავარია

ჩინეთში, ერთ-ერთ სანაპიროზე ახალგაზრდა წყვილს ხმაური მოესმა: დახმარება სჭირდებოდა ადამიანს, რომელიც წყლიდან ამოიყვანეს. პატარძალი – ახალგაზრდა მედდა – იმწამსვე გაჩნდა იმ ადგილას და დაზარალებულს გული მასაჟი დაუწყო.

საქორწინო საჩუქარი

კალინინგრადელმა წყვილმა ქორწილში მოსულ სტუმრებს სთხოვეს, რომ ყვავილების ნაცვლად ძაღლებისა და კატების საჭმელი მოეტანათ. ახალგაზრდა წყვილი ამით უსახლკარო ცხოველებს დაეხმარა.

ხბო და გოგონა

გოგონამ იფიქრა, რომ ხბოს წვიმის ქვეშ ციოდა და სახლში მიიყვანა.

ოცნებების ასრულება მარტივია

არაჩვეულებრივი რაღაც გააკეთა ავსტრალიელმა მასწავლებელმა ბრი ჯერჯმა. სატელევიზიო შოუში მან 20 ათასი ავსტრალიური დოლარი მოიგო. ამ თანხით მან თავისი სკოლის ბავშვებს ფეხსაცმლები უყიდა.