10 არაჩვეულებრივი ხრიკი ძნელად მისაწვდომი ადგილების გასასუფთავებლად!


preview-5967755-1200x630-99-1471049918

გაწმინდოთ და გაასუფთაოთ ძნელად მისაწვდომი ადგილები დაუსრულებელ ბრძოლას ჰგავს.

ჩვენ შეგიგროვეთ საინტერესო ხრიკები, რომლებიც ამ ბრძოლას ბოლოს მოუღებენ!

მოაშორეთ ლეიბს მტვერი

ლეიბს მოაყარეთ საცხობი სოდა, დაიცადეთ 10 წუთი და შემდეგ მტვერსასრუტით გადაწმინდეთ.

მოაშორეთ წყლის ნარჩენი ონკანს მარტივად

უბრალოდ კბილის ჯაგრისი და საცხობი სოდა დაგჭირდებათ.

დანების ჩასალაგებელი ბლოკის გაწმენდა

ნიჟარა თბილი, საპნიანი წყლით გაავსეთ, ჩადეთ დანების ბლოკი, დააცადეთ 10 წუთით და ღრუბლით გაწმინდეთ.

გაწმინდეთ ძნელად მისაწვდომი ადგილები საშხაპეში

დაასხით ლიმონის წვენი და საცხობი სოდა ჭუჭყიან ადგილას. დაელოდეთ 5 წუთით და ჯაგრისით გაწმინდეთ.

კონდიციონერის ხვრელის გასუფთავება

დანას შემოახვიეთ სველი ნაჭერი და ასე გაწმინდეთ.

საშხაპე ფარდის გასუფთავება

უბრალოდ გამოიყენეთ სარეცხი მანქანა. არ დაგავიწყდეთ, პირსახოცებიც საშხაპე ფარდასთან ერთად შედეთ, რადგან ეს უკანასკნელი არ გაფუჭდეს.

ლინოლეუმის იატაკს ლაქები მოაშორეთ!

გამოიყენეთ ჩვეულებრივი საშლელი.

მტვერსასრუტი და ფანჯრის რაფები

აიღეთ ტუალეტის ქაღალდი და მტვერსასრუტის თავში მოათავსეთ. ეს ეფექტური საშუალებაა მოაშოროთ ფანჯრის რაფებს მტვერი.

გაწმინდეთ მანქანის ყველაზე ძნელად მისაწვდომი ადგილები

ამაში ჩვეულებრივი ყურის ჩხირი დაგეხმარებათ!